"ამჟამად ბაჰრეინის გრან-პრის გამართვის პერსპექტივა მეტად ბუნდოვნად მოსჩანს. ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ მოვლენთა განვითარებას და სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილება. დღეს დილით იქაურ პრინცს ველაპარკე და მან ამ საკითხის შესახებ ჩვენზე მეტი არაფერი იცის, მაგრამ ისინი სიტუაციას აკონტროლებენ. შემდეგ კვირას მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ექლსტოუნმა.
რამდენიმე
* * *
ამასობაში, გუნდები გეგმაზომიერად აგრძელებენ მზადებას ახალი სეზონისთვის. გუშინ "მაკლარენ გრან-პრის" პრესსამსახურმა გამოაცხადა იმის შესახებ, რომ პირველი აპრილიდან ბრიტანული საჯინიბოს ტექნიკური დირექტორის პოსტს ბობ ბელი დაიკავებს.
ეს სპეციალისტი საავიაცო მრეწველობაში მუშაობდა, რის შემდეგაც 1982 წელს "მაკლარენთან" გააფორმა კონტრაქტი, სადაც კვლევით განყოფილებას ხელმძღვანელობდა. შემდეგ კარიერა "ბენეტონსა" და "ჯორდანში" გააგრძელა, 2009 წელს კი ირლანდიელმა მაიკ გასკოინის "ტოიოტაში" წასვლის შემდეგ "რენოს" ტექნიკური დირექტორის პოსტი ჩაიბარა.
2009 წელს ცნობილი სკანდალის გამო ფრანგული საჯინიბოდან წავიდნენ ფლავიო ბრიატორე და პეტ სიმონდსი და გუნდი ბელმა ჩაიბარა - მისი თანამდებობა იყო აღმასრულებელი დირექტორი. მაგრამ 2010 წლის ოქტომბრიდან ამ პოსტზე ერიკ ბუიე დაინიშნა, რომელმაც ბრიატორეს ფუნქციებიც შეითავსა. ახლა კი ბელს ახალ თანამდებობაზე ვხედავთ.
"ბობის დანიშვნა გადამწყვეტი ნაბიჯი იქნება ჩვენი ტექნიკური განყოფილების გაძლიერებისთვის", - განაცხადა "მერსედეს გრან-პრის" შეფმა როს ბრაუნმა.