სენსაცია "ამერიკის" უდიადეს რბოლაში"

AutoSharing Option
ამერიკაში ნასკარის რიგით 63-ე სეზონი ლეგენდარული რბოლით დაიწყო, რომელსაც "დაიტონას 500 მილი" ჰქვია. "ამერიკის უდიადეს რბოლაში" სენსაციური გამარჯვება მოიპოვა 20 წლის ტრევორ ბეინმა, რომელსაც აქამდე ნასკარის უმაღლეს დივიზიონში მხოლოდ ერთი ეტაპი ჰქონდა ჩატარებული! ბოლო წრეზე ბეინმა საფინიშო სპურტით მოუგო კარლ ედვარდსა და დევიდ გილანდს.

ბეინი, რომელმაც სტარტის წინ აღნიშნა თავისი მეოცე დაბადების დღე, "დაიტონა 500"-ის ყველაზე ახალგაზრდა ტრიუმფატორი გახდა. გარდა ამისა, ის მხოლოდ მეორე პილოტია ამ რბოლის 52-წლიან ისტორიაში, ვინც პირველი ცდიდან შეძლო მთავარი პრიზის მოპოვება. პირველი იყო ლი პეტი,
რომელმაც 1959 წელს სადებიუტო რბოლაში მოიპოვა გამარჯვება.

საინტერესო ის არის, რომ ამ მოგებისთვის ტრევორს ქულები არ მიუღია, რადგან არ იყო მთელს სეზონზე განაცხადში შეყვანილი. ის გუნდმა - ჭოოდ Bროტჰერს ღაცინგ-მა მხოლოდ ამ რბოლისთვის მიიწვია. სხვათა შორის, ამ საჯინიბომ ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველი გამარჯვება მოიპოვა ნასკარის თასზე. და კიდევ ერთი საგულისხმო ფაქტი - ტრევორ ბეინმა "ფორდს" ნასკარის უმაღლეს ლიგაში საიუბილეო მე-600 გამარჯვება მოუტანა.

კარგად დაიწყო ახალი სეზონი ფორმულა 1-ის ყოფილმა პილოტმა ხუან-პაბლო მონტოიამ, რომელმაც ექვსეულში შეაღწია და გამარჯვებულს მხოლოდ წამით ჩამორჩა. კოლუმბიელს "შევროლეს" გუნდში საუკეთესო შედეგი ჰქონდა.

ბოლო ხუთი წლის ჩემპიონისთვის - ჯიმი ჯონსონისთვის წლევანდელ "დაიტონა 500"-ზე საქმეები მას შემდეგ წავიდა უკან, რაც ის გრანდიოზულ ავარიაში მოყვა. საერთო ჯამში რბოლა 22-ჯერ (რბოლის რეკორდი) შეწყდა, რის გამოც შეჯიბრის საერთო ხანგრძლივობამ ოთხ საათზე მეტი შეადგინა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული