ქულათა დარიცხვის არსებული სისტემის მიხედვით, პირველ და მეორე ადგილებს შორის სხვაობა - შვიდი ქულაა. შესაბამისად, როსბერგისთვის საკმარისი იქნება ოთხივე რბოლაში მეორე ადგილის დაკავება. ამ შემთხვევაში, სწორედ ის გახდება მსოფლიოს ჩემპიონი იმის
ლუისისთვის კარგი ამბავი შეიძლება ის იყოს, რომ მიმდინარე სეზონში როსბერგი მხოლოდ ერთხელ იყო მეორე ადგილზე. დანარჩენ რბოლებში ის ან იმარჯვებდა, ან უფრო დაბალ პოზიციაზე მიდიოდა ფინიშთან. ნიკოს ნებისმიერი ასეთი წაფორხილება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ლუისის სიტუაციას, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ბრიტანელი შეძლებს ეტაპების მოგებას. შეგახსენებთ, რომ ჰემილტონი ხუთი რბოლაა მოუგებელია.
მორიგ ეტაპზე ჰემილტონის გამოვარდნა და როსბერგის გამარჯვება, თითქმის ტიტულის გარანტია იქნება გერმანელისთვის. თუმცა, ნიკო ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გაიფორმებს ჩემპიონობას მომდევნო რბოლაში, რომელიც აშშ-ში გაიმართება და მინიმუმ მექსიკის გრანპრის უნდა დაელოდოს.
ამერიკაში როსბერგის გამოვარდნისა და ჰემილტონის გამარჯვების შემთხვევაში, სხვაობა რვა ქულა გახდება. მაგრამ ამ შემთხვევაშიც, დარჩენილ სამ ეტაპზე როსბერგს ეყოფა ერთი მოგება და ორი მეორე ადგილი.
რთული მისახვედრი არ არის, რომ ორივეს გამოვარდნა მომდევნო ეტაპზე - ძალიან აწყობს როსბერგს, რადგან 33 ქულის ამოქაჩვა სამ რბოლაში გაცილებით რთულია, ვიდრე ოთხში. ასეთ შემთხვევაში, ნიკოსთვის საკმარისი იქნება ორჯერ მესამე ადგილზე მისვლა და ერთხელ - მეოთხეზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"