ფორმულა 1-ის ბრიტანულმა საჯინიბომ "უილიამსმა" ახალი ბოლიდის ტექნიკური პრეზენტაცია ჩაატარა. FW33-ს უკვე ჰქონდა დებიუტი სატესტო სერიებისას, მაგრამ მაშინ ნეიტრალურ ფერებში იყო გადაწყვეტილი. საქმე ისაა, რომ გუნდი აგრძელებდა მოლაპარაკებებს პოტენციურ სპონსორებთან, ამიტომაც თავისი ბოლიდის საბოლოო შეფერილობის წარდგენა ბოლო მომენტისთვის გადადო.
გასული სეზონის ბოლოს "უილიამსი" ბევრმა სპონსორმა დატოვა, რომლებსაც კონტრაქტი დაუმთავრდათ. ამ პრეზენტაციაზე ბევრი ელოდა სიურპრიზს, მაგრამ FW33-ზე მხოლოდ სანავთობო კომპანია Pეტროლეოს დე Vენეზუელა (PDVშA)-ის ლოგოა განთავსებული. სწორედ ეს კომპანია აფინანსებს გუნდის ერთ-ერთ საპრიზო პილოტს - ვენესუელელ პასტორ მალდონადოს. PDVშA-თან კონტრაქტი ჯერ