"დაიმლერმა" და Aabar-მა გამოისყიდეს გუნდის აქციათა დარჩენილი 24 პროცენტი, რომელიც გუნდის შეფს როს ბრაუნსა და მის პარტნიორებს ეკუთვნოდათ.
"მერსედეს გრან-პრის" შეძენა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყველაზე პრესტიჟულ სერიაში ტექნიკური და სპორტული პროგრესის მიღწევა გვინდა", - განაცხადა "დაიმლერის" შეფმა დიტერ ცეტშემ.
"დაიმლერისა" და Aabar-ის მიერ საჯინიბოს შეძენა - ეს არის გუნდის გაძლიერებისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი", - აღნიშნა "მერსედეს
* * *
ბაჰრეინის რბოლის გაუქმების შემდეგ სეზონის გახსნის პატივი ავსტრალიის გრან-პრიმ მოიპოვა. ეს რბოლა 1996 წლიდან ტარდება და მელბურნის ტრასაზე აქამდე 13-ჯერ ჩატარდა ჩემპიონატის პირველი ეტაპი. ბევრს მიაჩნია, რომ ამ ტრასის (რომელიც ქუჩისა და სტაციონარული ავტოდრომების ერთგვარი ნაზავია) მიხედვით რთულია იმსჯელო გუნდების მომზადების დონეზე. თანაც სეზონის საწყის რბოლებში ბევრი საჯინიბო კარგავს ქულებს არასაიმედოობის გამო. მიუხედავად ამისა, მელბურნში მაინც საკმაოდ მაღალია "მომავალი ჩემპიონის გამოვლენის კოეფიციენტი".
15 შემთხვევიდან ათჯერ ჩემპიონატს იგებდა ის პილოტი, რომელიც ავსტრალიაში პირველი მიდიოდა ფინიშთან, თანაც ბოლო ხუთ წელიწადში ასეთი რამ ოთხჯერ მოხდა.
გრან-პრი სეზონი
1996 დეიმონ ჰილი დეიმონ ჰილი
1997 დევიდ კულტჰარდი ჟაკ ვილნევი
1998 მიკა ჰაკინენი მიკა ჰაკინენი
1999 ედი ირვაინი მიკა ჰაკინენი
2000 მიხაელ შუმახერი მიხაელ შუმახერი
2001 მიხაელ შუმახერი მიხაელ შუმახერი
2002 მიხაელ შუმახერი მიხაელ შუმახერი
2003 დევიდ კულტჰარდი მიხაელ შუმახერი
2004 მიხაელ შუმახერი მიხაელ შუმახერი
2005 ჯანკარლო ფიზიკელა ფერნანდო ალონსო
2006 ფერნანდო ალონსო ფერნანდო ალონსო
2007 კიმი რაიკონენი კიმი რაიკონენი
2008 ლუის ჰემილტონი ლუის ჰემილტონი
2009 ჯენსონ ბატონი ჯენსონ ბატონი
2010 ჯენსონ ბატონი სებასტიან ფეტელი