"ჩვენს სერიაში ყოველთვის იყო სანახაობრივი რბოლები სველ ასფალტზე, ასე რომ შეიძლება ვიფიქროთ ხელოვნური წვიმის მოყვანაზე. არსებობს ისეთი ტრასები, რომელთა ხელოვნურად დასველება შესაძლებელია. ასეთი სისტემების დაყენება ზოგიერთ ავტოდრომზე ძალიან იოლია.
რატომ არ შეიძლება რბოლის შუაში წვიმის "ორგანიზება"? მაგალითად 20- წუთიანი ინტერვალით ან ბოლო 10 წრეზე. შესაძლოა, ხელოვნული წვიმის წამოსვლამდე ორი წუთით ადრე გავაფრთხილოდ პილოტები, მაგრამ არავის ეცოდინება როდის
სამი-ოთხი პიტსტოპით
ფორმულა 1-ის პილოტები უკმაყოფილებას ვერ მალავენ "პირელის" ახალი საბურავებით. მაგალითად, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ფერნანდო ალონსოს არ მოსწონს ის, რომ მომავალ სეზონში გაიზრდება პიტსტოპების რაოდენობა, რაც ნეგატიურად იმოქმედებს წამყვანი საჯინიბოების გამოსვლაზე.
ბოქსებში გაჩერებების მიზეზი სწორედ "პირელის" საბურავი იქნება, რომელიც უფრო სწრაფად ცვდება, ვიდრე "ბრიჯსტოუნის", რომელსაც გუნდები შარშან იყენებდნენ.
"ტესტებზე დავრწმუნდით, რომ საბურავების ცვეთის პროცესი გაცილებით სწრაფია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ პიტსტოპების რაოდენობა გაიზრდება. ასეთი პერსპექტივა სულაც არ მხიბლავს, რადგან ეტაპების დროს, შესაძლოა, ბევრი არასამართლიანობა ვიხილოთ, რაც ძლიერ გუნდებს შეუშლის ხელს.
თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ პირობები ყველასთვის თანაბარი იქნება. ნაკლებ პიტსტოპს ვერავინ შეასრულებს, ასე რომ, უბრალოდ ყველაზე სწრაფები უნდა ვიყოთ", - ამბობს ფერნანდო.
ალონსოს ეთანხმება მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სებასტიან ფეტელი. მან გამოთვალა, რომ ეტაპების დროს პილოტებს მინიმუმ სამჯერ მოუწევთ პიტსტოპზე შესვლა, რადგან ერთი ან ორი გაჩერება "პირელის" საბურავების პირობებში შეუძლებელი იქნება.
"ეს საბურავები მკვეთრად განსხვავდება იმათგან, რასაც გასულ წელს ვიყენებდით, მაგრამ ყველანი თანაბარ სიტუაციაში ვიქნებით, - ამბობს ფეტელი ბრიტანული "ავტოსპორტისთვის" მიცემულ ინტერვიუში. - ვფიქრობ, სულ სხვანაირ რბოლებს ვიხილავთ. ერთი პიტსტოპი გამორიცხულია და უფრო მეტიც, თავიდან ბოქსებში ორი შეცვლაც არასაკმარისი იქნება. ასე რომ, მოგვიწევს სამი-ოთხი გაჩერების გაკეთება. წესით, საინტერესო ჩემპიონატი უნდა იყოს.
საკითხი იმაში მდგომარეობს - კარგია ეს თუ ცუდი? ჯერჯერობით რთულია რაიმეს პროგნოზირება, თავიდან უნდა შევხედოთ როგორ წარიმართება რბოლები. მაგრამ ამასთან, ჩვენ მივიღეთ ახალი უკანა ფრთა, რომელიც გასწრებას გაგვიადვილებს.
KERS-ის სისტემა პრაქტიკულად ყველას აქვს, ამიტომაც ამ მხრივ ბევრი არაფერი შეიცვლება. უკანა ფრთა კი სხვა საქმეა - შენ შეგიძლია გამოიყენო ის მხოლოდ შეტევისთვის და არა თავდაცვისთვის. იმედია, ეს ძალიან არ გაამარტივებს გასწრებას, თორემ რბოლა შეიძლება ხელოვნური გამოვიდეს".
ლუისს ბოლიდი არ მოსწონს
ალონსოსა და ფეტელისგან განსხვავებით, სხვა საკითხით არის შეშფოთებული 2008 წლის ჩემპიონი ლუის ჰემილტონი. ბრიტანელს მიაჩნია, რომ "მაკლარენის" ტექნიკურმა შტაბმა სასწრაფოდ უნდა იზრუნოს ახალი მანქანის გაძლიერებაზე.
ჰემილტონი აღიარებს, რომ მის ბოლიდს სერიოზული პრობლემები აქვს მოჭიდების ძალასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, ლუისი იმედოვნებს, რომ ინჟინრები ძალიან სწრაფად გამოასწორებენ ამ ნაკლს.
"2009 წლის ბოლიდი საშინელება იყო: მანქანა მუდმივად "ხტუნავდა", მოსახვევებს სამი საბურავით გადიოდა, ხოლო მოჭიდების ძალა საერთოდ არ არსებობდა, - აღნიშნა ჰემილტონმა. - ეს მანქანა გაცილებით უკეთესია, მიუხედავად ამისა, მას დარჩა ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი - მცირე მოჭიდების ძალა. ეს პრობლემა ვერა და ვერ მოვაგვარეთ. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ შევძლებთ ჩემპიონატის სტარტისთვის ამ პრობლემის ლიკვიდირებას".