კოშმარული ავარია რუსთავის ავტოდრომზე - პილოტი სასწაულებრივად გადარჩა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსთავის ავტოდრომს ასეთი ავარია არ ახსოვს! წრიულ რბოლაში საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპზე, ფორმულა ალფას კლასში საზარელი ავარია მოხდა, რომელშიც მევლუდ მელაძე (N13, “ლაიონ ტრანსი”) და ირაკლი ჩხეიძე (N77, MIA Force) მონაწილეობდნენ.

შეჯახება ერთ-ერთ მოსახვევში მოხდა, როცა ჩხეიძე მელაძისთვის გასწრებას ცდილობდა, ამ უკანასკნელმა კი კუთხე ჩაუკეტა. ამ დროს უკანა მარჯვენა საბურავით ჩხეიძის ბოლიდის წინა მარცხენა საბურავს წამოედო და... გაფრინდა!

მევლუდის ბოლიდი ჰაერში ამოტრიალდა და ტრასის სავალი ნაწილიდან გადავარდა. რამდენიმე მრბოლელმა მაშინვე შეწყვიტა რბოლა.

მრბოლელებმაც და რუსთავის ავტოდრომზე შეკრებილმა ასობით მაყურებელმა რამდენიმეწამიანი
შოკი გადაიტანეს. საბედნიეროდ, მევლუდ მელაძე ამ კოშმარულ ავარიას აბსოლუტურად უვნებელი გადაურჩა.

”მადლობა ღმერთს, გადავრჩით! ასეთი ავარია ჩვენს ტრეკზე პირველია. ჯერაც ვერ ვწყნარდები... ძალიან, ძალიან გაგვიმართლა!” - ეს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის მარკეტინგის მენეჯერის, სალომე გველესიანის სიტყვებია, რომელიც მევლუდ მელაძის მეუღლე გახლავთ.

ჩვენ კი, ჩვენი მხრიდან დავამატებთ, რომ გადარჩა არა მარტო მევლუდი, არამედ ქართული ავტოსპორტი, რომელიც მევლუდ მელაძის გარეშე წარმოუდგენელია. ასეთი ავარია ამ ტრეკზე მართლაც პირველია - პირველი და უკანასკნელი ყოფილიყოს!

www.autobild.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს რა მანევრია ბიჭო? პიონერს არ ეკადრება?!
აუ ჩემი
20:36 27-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული