დათა ქაჯაიამ TCR International-ის მეშვიდე რბოლაში მესამე ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
ძარიანი ავტომობილების მსოფლიო პირველობა TCR International-ზე მეშვიდე ნომრით მოასპარეზე ქართველმა ავტომრბოლელმა მეშვიდე რბოლაში პირველ სერიოზულ წარმატებას მიაღწია: ლეგენდარულ იმოლაზე დათამ კვალიფიკაციაში მესამე შედეგი აჩვენა და იტალიის ეტაპის პირველ რბოლაშიც მესამე ადგილი დაიკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ TCR International-ის მისთვის სადებიუტო სეზონში ქაჯაია პირველად ავიდა პოდიუმზე!

აქამდე გამართული ოთხი ეტაპიდან და 8 რბოლიდან ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა დათას "ფოლკსვაგენ გოლფი" ინჟინრებმა რბოლისთვის, ფაქტობრივად, უნაკლოდ მოამზადეს და ქაჯაიამაც მაშინვე დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები.

აღსანიშნავია, რომ TCR-ის ხელმძღვანელებთან პირველი მოლაპარაკებები უკვე შედგა და
არსებობს შანსი, რომ ამ მსოფლიო პირველობის მომდევნო სეზონში ერთი ეტაპი ჩვენთან, რუსთავში ჩატარდეს!

იხილეთ მეტი ინფორმაცია autobild.ge-ზე
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული