მარსელში მიმდინარე პლაჟბურთის მსოფლიო ტურის მორიგი ეტაპის ვაჟთა ტურნირს გეორ-გია მეორე დღეს გამოეთხოვა. ჩვენმა ფრენბურთელებმა დამამშვიდებელი ტურნირის პირველ შეხვედრაში მე-18 ნომრად განთესილი დანიური დუეტი ჰოიერ-სოდერბერგი დაამარცხეს ორ სეტში - 21:15, 21:15. თუმცა მერე გაცილებით ძლიერ, მე-7 ნომრად განთესილ ჰოლანდიურ წყვილ ბოერსმა-სხუილთან დამარცხდნენ 1:2 (21:15, 17:21, 13:15) და ტურნირს გამოეთიშნენ.
ამრიგად, გეორ-გიამ მარსელში მე-16 ადგილი დაიკავა და 180 სარეიტინგო ქულა მიიღო.
მსოფლიო ტურის მორიგი ეტაპი, სადაც ჩვენი წყვილები ითამაშებენ, 26 ივლისს ავსტრიის ქალაქ კლაგენფურტში დაიწყება.