აღსანიშნავია, რომ საქა-რთველო ასე შორს არასდროს წასულა. ჩვენი ფრენბურთელები მერვედფინალში რუსულ წყვილ ბრატკოვა-უკოლოვას ნახევარ საათში გაუსწორდნენ - 2:0 (21:14, 21:12), მეოთხედფინალში კი თითქმის ერთსაათიან ბრძოლაში წააგეს ვივიან-ლიმას ბრაზილიურ დუეტთან - 1:2 (21:14, 18:21, 7:15).
საბოლოოდ, როგორც უკვე ვთქვით, საქა-რთველომ კარიერაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და რეიტინგში 480 ქულა მიითვალა.
მსოფლიო ტურის მომდევნო ეტაპი 2-8 აგვისტოს პოლონეთის ქალაქ სტარე იაბლონკიში გაიმართება.