საქა-რთველო პოლონეთში წარმატებულია

AutoSharing Option
პოლონეთის ქალაქ სტარე იაბლონკიში მსოფლიო ტურის მორიგი ეტაპი დაიწყო. შეჯიბრება ქალთა წყვილებმა გახსნეს. A ჯგუფში მოასპარეზე ქართულმა დუეტმა საქა-რთველომ, რომელიც მე-16 ნომრადაა განთესილი, ტურნირის პირველ დღეს ორი შეხვედრა გამართა და ორივე მოიგო.

ჩვენმა ფრენბურთელებმა ჯერ მე-17 ნომრად განთესილ ჩეხურ წყვილ კლაპალოვა-ჰაიჯეკოვას მოუგეს ორ სეტში - 21:14, 21:13. მერე კი, სულ რაღაც 29 წუთი დასჭირდათ 32-ე ნომრად განთესილ მასპინძელთა დუეტ კოლოსინკა-გალეკის დასამარცხებლად - 21:16, 21:13.

დღეს საქა-რთველო ჯგუფში ბოლო, მესამე შეხვედრას მსოფლიოს პირველ ნომერ ბრაზილიურ წყვილ ლარისა-ჯულიანასთან გამართავს. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი
ბრაზილიელები ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებენ და პირდაპირ მერვედფინალში გააღწევენ. თუ არა და, მერვედფინალის შესარჩევ ეტაპზე მოუწევთ ბრძოლა.

ვაჯთა შეჯიბრებაში გეორ-გია დღეიდან ჩაებმება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული