პოლონეთის ქალაქ სტარე იაბლონკიში მიმდინარე მსოფლიო ტურის მორიგ ეტაპზე ქალთა შეჯიბრებში ქართული წყვილი საქა-რთველო მერვედფინალის შესარჩევ მატჩში ავსტრიულ წყვილ ჰენსელ-მონტანიოლისთან დამარცხდა სამ სეტში - 23:21, 14:21, 9:15. საქა-რთველომ საბოლოოდ მე-19 ადგილი დაიკავა და 160 სარეიტინგო ქულა მიიღო.
ვაჯთა ტურნირის O ჯგუფში მოასპარეზე გეორ-გიამ ბოლო მატჩში რუსულ დუეტ ბოგატოვ-პროკოფიევს მოუგო 2:1 (21:17, 19:21, 15:8) და დღეს მერვედფინალის შესარჩევ მატჩში ითამაშებს.