საქა-რთველო ფინეთშიც ყოჩაღობს

AutoSharing Option
პლაჟბურთის მსოფლიო ტურის მორიგ ეტაპაზე, რომელიც ფინეთის ქალაქ ალანდში მიმდინარეობს, წარმატებით დაიწყო ასპარეზობა ქართულმა წყვილმა საქა-რთველომ.

ჩვენმა ფრენბურთელმა ქალებმა, რომლებიც ტურნირზე მეთორმეტე ნომრად არიან განთესილი, შეჯიბრების პირველ დღეს ორიდან ორივე შეხვედრა მოიგეს.

პირველ მატჩში ჩვენმა ბრაზილიელებმა 21-ე ნომრად განთესილ რუსულ დუეტ ბრატკოვა-უკოლოვას ორ სეტში მოუგეს - 21:17, 21:12. მეორე შეხვედრა საქა-რთველოსთვის უფრო ძნელი გამოდგა. მეტოქები მათთვის კარგად ნაცნობი, ტურნირზე მე-5 ნომრად განთესილი ბრაზილიელი დები კაროლინა და მარია კლარა სალგადოები იყვენენ. თამაშმა საათასა და ხუთ წუთს გასტანა და საქა
-რთველოს გამარჯვებით დამთავრდა - 2:1 (26:28, 21:19, 15:10).

დღეს ჩვენს ფრენბურთელებს კიდევ ერთი ძნელი გამოცდა ელით. მესამე რაუნდში მეტოქე მე-4 ნომრად განთესილი ამერიკული წყვილი კესი-როსი იქნება.

გეორ-გია ვაჟთა შეჯიბრებაში დღეს ჩაებმება.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული