ბათუმური ტურნირი დუშელებმა მოიგეს

AutoSharing Option
ბათუმში დასრულდა მე-6 საერთაშორისო ტურნირი პლაჟბურთში, რომელშიც ქალთა ქართულ წყვილებთან ერთად სომხეთის ფრენბურთელებიც ასპარეზობდნენ.

ტურნირის სამივე სინჯის მედლები საქართველოში დარჩა. პირველი ადგილი მაია ყორაულისა და სოფო ბეწუაშვილის (დუშეთი) დუეტმა დაიკავა, რომელმაც ნახევარფინალში ჯერ თბილისურ, თიკო ჭაუჭიძისა და ნინო მუყასაშვილის წყვილს სძლია ორ სეტში - 21:8, 21:10, მერე კი ოთარ ჭინჭარაულის შეგირდებმა ფინალში კიდევ ერთი თბილისური წყვილი, ელა კაზარიანი-ანი გვენცაძე დაამარცხეს უმძიმეს ბრძოლაში - 2:1 (21:14, 17:21, 15:5)


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული