საქა-რთველო მესამე რაუნდში

AutoSharing Option
ჰააგაში დაიწყო მსოფლიო ტურის მორიგი ეტაპი. პირველი დღე წარმატებული გამოდგა ჩვენი ქალთა წყვილისთვის. საქა-რთველოს, რომელიც ტურნირზე მე-12 ნომრადაა განთესილი, პირველ მატჩში 21-ე ნომრად განთესილი იტალიური დუეტი გლორია-მომოლი სათამაშოდ არ გამოუცხადდა, რისთვისაც იტალიელებს წაგება ჩაეთვალათ.

მეორე რაუნდში ჩვენი ფრენბურთელების მეტოქე 28-ე ნომრად განთესილი ჰოლანდიური წყვილი რემერს-ბლუმი იყო. პირველი სეტი ჰოლანდიელებმა მოიგეს - 21:19, თუმცა საქა-რთველომ ძალების მობილიზება შეძლო და მეორე სეტი იმავე ანგარიშით - 21:19 მოიგო. ტაი ბრეიკზეც ყურადღებით გაისარჯნენ და მეტოქე - 15:9 დაამარცხეს.

მესამე რაუნდში ჩვენი ბრაზილიელების მეტოქე მე-13
ნომრად განთესილი ამერიკული წყვილი აკერს-ტერნერი იქნება.
წაგებით დაიწყო ტურნირი ვაჟსთა შეჯიბრებაში მე-11 ნომრად განთესილმა გეორ-გიამ, რომელიც ერთსაათიან ბრძოლაში, სამ სეტში დამარცხდა 22-ე ნომრად განთესილ იტალიურ წყვილ ინგროსო-მარტინოსთან - 20:22, 24:22, 9:15 და დღეს 27-ე ნომრად განთესილ კიდევ ერთ იტალიურ წყვილ ჩიკოლა-კასადეის შეხვდება.





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული