საქა-რთველო ფავორიტთან დამარცხდა

AutoSharing Option

შვეიცარიის ქალაქ გშტადში პლაჟბურთის მსოფლიო ტურის ეტაპი მიმდინარეობს. ქალთა ქართულმა გუნდმა საქა-რთველომ (კრისტინა სანტანა, ანდრეზა ჩაგასი) კარგად იასპარეზა. ჩვენებმა ჯერ საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლიეს (სადაც პირველ ნომრად განთესეს) და შემდეგ კი - ჯგუფური. მერვედფინალში საქა-რთველო (რეიტინგით 24-ე ტურნირზე) ჩინურ დუეტს (ჰუანი, უე) ხვდებოდა, რომელთა განთესვის ნომერი 30-ე იყო. ჩვენებმა ძალზე დაძაბული მატჩი მოიგეს - 2:1 (18:21, 21:19, 16:14). შეხვედრა ზუსტად საათი გაგრძელდა. შემდეგ ეტაპზე კი ჩვენებს აშკარად არ გაუმართლდა, მათი მეტოქეები პირველ ნომრად განთესილი ბრაზილიელები, ლარისა და ჟულიანა იყვნენ. 34 წუთში

საქა-რთველომ 0:2 დათმო (11:21, 17:21).

ვაჟთა გუნდმა გეორ-გიამ (რენატო გომეში, ჟორჟე ტერშეირო) ვერ იყოჩაღა. არადა ჯგუფურ ეტაპზე ჩვენებმა მე-10 ნომრად განთესილი მასპინძლების დამარცხებით დაიწყეს. მეორე მატჩში გეორ-გია მე-7 ნომრად განთესილ პოლონურ დუეტს (ფიალეკი, პრუდელი) შეხვდა და ორ სეტში დამარცხდა - 0:2 (18:21, 20:22). ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, რომ ჩვენებმა ფავორიტებს დიდი ბრძოლა გაუმართეს, შეხვედრა 47 წუთს გაგრძელდა. აი, როგორ დათმო მესამე შეხვედრა ქართულმა დუეტმა, საოცარია - მეტოქე არ იყო ძლიერი, 26-ე ნომრად განთესილი გერმანული დუეტი (ერდმანი, მატისიკი) - 0:2 (18:21, 16:21). ასე დარჩა გეორ-გია პლეი ოფს მიღმა.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული