საქართველოს ნაკრებმა ლიტვა სამი ბურთის სხვაობით დაამარცხა

AutoSharing Option
თბილისის "სპორტის სასახლეში" გაიმართა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩი საქართველოსა და ლიტვის ნაკრებებს შორის. ჩვენმა გუნდმა ეს შეხვედრა 26:23 მოიგო.

საქართველოს ნაკრები ბოლო შესარჩევ მატჩს სტუმრად ფინეთის ნაკრებთან გამართავს. ლიტველები მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ინაღდებდნენ, თბილისში ფრედ რომ ეთამაშათ. 

სასურველი იყო ლიტვა 7 ბურთის სხვაობით დაგვემარხებინა, რადგან ბოლო ტურში ქულათა ტოლობის შემთხვევაში, ლიტვას ურთიერთშეხვედრებით ვაჯობებდით (სტუმრად 6 ბურთის სხვაობით წავაგეთ), მაგრამ ეს ვერ მოხერხდა.