წინა ტურში ქართველი წყალბურთელები სტუმრად ჰოლანდიის "შუურმანთან" 10:13 დამარცხდნენ, ვოლგოგრადელებმა კი შინ უნგრეთის "ეგერს" მოუგეს 10:7. იმ ორთაბრძოლის შემდეგ ვოლგისპირელებმა რუსეთის ეროვნული ჩემპიონატის პირველ ტურში ხუთი შეხვედრა გამართეს და ყველა მეტოქე დაამარცხეს: ვოლგოგრადის "სპარტაკი-2" 16:5, ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი ყაზანის "სინთეზი" - 9:6, ასტრახანის "დინამო" - 12:9, მოსკოვის "იზმაილოვო" - 12:2, ყაზანის "კაი-კაზიოპი" - 20:4.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ
სტუმართა ასეთი ამბიციები გასაკვირი არ არის, რადგან "სპარტაკი-ლუკოილი" რუსეთის სამგზის ჩემპიონი და რვაგზის თასის მფლობელია, 1998 წელს ნიუ-იორკში კეთილი ნების საკლუბო თამაშები მოიგო, გუნდის 9 წევრმა რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში 2004 წელს ათენის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალი მოიპოვა რევაზ ჩომახიძესთან ერთად.
გუნდის ამჟამინდელი მოთამაშეები - რომან ბალაშოვი და დმიტრი სტრატანი ოლიმპიური თამაშების ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორები არიან. "სპარტაკი" ჯგუფური ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევა.
ასე რომ, "ლიგამუსს" (მთავარი მწვრთნელი რევაზ ჩომახიძე) დღეს მრისხანე მეტოქესთან მოუწევს დაპირისპირება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"