ევროპის საწყლოსნო აუზებში დღეს ლენ ტროფის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო რაუნდი დაიწყება. რვა ჯგუფში წყალბურთელ ვაჟთა 32 კლუბია განაწილებული. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის მერიის გაერთიანებული გუნდი "ლიგამუსი-თბილისი" E ჯგუფში ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ჩვენმა წყალბურთელებმა თბილისის "ოლიმპიკის" აუზში ხუთიდან ორი შეხვედრა მოიგეს და ლენ ტროფის მე-2 რაუნდში გააღწიეს. მასთან ერთად მომდევნო ეტაპზე გასასვლელად კოტორის "კატარი", სტამბოლის "იუზმე" და ათენის "პანიონიოსი" იბრძოლებენ. ჯგუფის მასპინძელია ჩერნოგორიის ქალაქი კოტორი.
"ლიგამუსი-თბილისი" დღეს პირველ ტურში "კატაროს" დაუპირისპირდება, "პანიონიოსი" კი "იუზმეს" შეხვდება. ჯგუფიდან შემდგომ ეტაპზე ორი გუნდი გავა.
11:14 22-10-2010
"ლიგამუსი-თბილისი" მასპინძლებთან დაპირისპირებით იწყებს
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული