ქართული წყალბურთის დიდი დღე

AutoSharing Option
ქართული სპორტის ისტორიაში ეს დღე ოქროს ასოებით ჩაიწერება - ჩვენმა წყალბურთელთა ნაკრებმა არსებობის ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის პირველი საშინაო მატჩში დიდი ბრიტანეთის ეროვნულ გუნდს დიდი ანგარიშით სძლია.

ვროპის ჩემპიონატზე დებიუტი საქართველოს ნაკრებს შარშან შვეიცარიულ ლუგანოში ჰქონდა და იქ მეორე პაექრობაში კუნძულელებს 10:9 მოუგო. ეს სენსაცია იყო, რადგან 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლები მსოფლიოს სპორტის ფორუმზე წარმატებით გამოსასვლელად კარგა ხანია ემზადებიან და მოულოდნელად ყველასთვის უცნობ ნაკრებთან დამარცხდნენ. ზოგმა სპეციალისტმა ეს მაშინ შემთხვევითობას მიაწერა. გასულ შაბათს კი ყველა დარწმუნდა, რომ საქართველოს
ნაკრები ინგლისელებზე მთელი თავით მაღლა დგას. ეს პირველი წუთებიდანვე გამოჩნდა.

მატჩი ახალი დაწყებული იყო, რომ მასპინძელთა იერიში ვეტერანმა წყალბურთელმა, მე-20 საუკუნის მიწურულისა და 21-ე საუკუნის დასაწყისის ევროპის საუკეთესო მოთამაშემ რევაზ ჩომახიძემ ელიზის პასით ანგარიში გახსნა. ცოტა ხის შემდეგ ელაჩამ ორამდე აიყვანა სხვაობა. მე-5 წუთზე სტუმრებმა მასპინძელთა შეცდომით ისარგებლეს და კარპენტერმა ერთი ბურთი გაქვითა. ამის შემდეგ სათამაშო უპირატესობა საქართველოს ნაკრების მხარეს იყო. ჩომახიძის და ელაჩას (2) გოლების შემდეგ ანგარიშში სხვაობა ოთხამდე გაიზარდა - 5:1.

მეორე პერიოდი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ორივე გუნდს ჰქონდა წარმატების მიღწევის საშუალება, მაგრამ რამდენჯერმე მეკარეებმა იხსნეს საკუთარი კარი. Mმესამე-მეოთხე პერიოდებში თამაშის სცენარი, ფაქტობრივად, არ შეცვლილა. უფრო მეტს საქართველოს ნაკრები უტევდა, ოღონდ ეს იყო, რომ მესამე რვაწუთიან მონაკვეთში შეტევების დამაგვირვგინებელი დარტყმები არ გამოდგა ზუსტი, ამიტომაც ის პერიოდი ინგლისელებმა 2:1 მოიგეს. საბოლოოდ კი ჩვენებმა ყველაფერი გააკეთეს მატჩის სასურველი შედეგით დასამთავრებლად - 9:3.

- კმაყოფილი ვარ როგორც ჩემი, ისე ბიჭების თამაშით, შედეგითაც. ძალიან გვინდოდა, საკუთარი მაყურებლების წინაშე კარგად გამოვსულიყავით, რაც მოვახერხეთ კიდეც. დიდი ბრიტანეთის ნაკრები ძლიერია, მაგრამ წინ უკეთესი გუნდები გველოდება. ჩვენც სათანადოდ მოვემზადებით. დროც საკმაო გვაქვს. ელაჩა და ელიზი სულ ორი დღეა, რაც შემოგვიერთდნენ, ამიტომ შეთამაშება ვერ მოასწრეს. ბერძნებს გაისად 30 მარტს ვუმასპინძლებთ. მანამდე კი ჩვენი ნაკრები, გვერწმუნეთ, უფრო ანგარიშგასაწევი ძალა იქნება~, - გვითხრა თამაშის შემდეგ რევაზ ჩომახიძემ.

დადებითად შეაფასა ნაკრების თამაში საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტმა, სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ალექსანდრე ბითაძემ.

- ძალიან დავჩაგრეთ ბრიტანელები – ზედიზედ მესამე შეხვედრა მოვუგეთ. წინა მატჩებთან შედარებით, განსაკუთრებით ახალგაზრდების წინსვლა მახარებს, თორემ ჩომახიძე, პოპოვიჩი, კორდიჩი, ელაჩა და ელიზი უმაღლესი კლასის წყალბურთელები არიან და თითოეულ მათგანს ნებისმიერი ქვეყნის ნაკრები ინატრებს. სასიამოვნოა, რომ რეზო უწინდელ კონდიციებს იბრუნებს. Mმეტოქეს კლასით და ტაქტიკით ვაჯობეთ, ჭკვიანურად ვითამაშეთ. შესაძლოა, მოვლენებს ვუსწრებდე, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ პლე იოფში გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადავდგით. 2 ივლისს ბრიტანელებმა მანჩესტერში 7 ბურთის სხვაობით უნდა მოგვიგონ, რაც ძნელად სარწმუნოა. 30 მარტს ბერძნებს ვუმასპინძლებთ, 11 მაისს კი ათენში ვითამაშებთ.

- მანამდე დიდი დროა. როგორ მოემზადებით?
- ბიჭებმა ბრიტანელებთან წარმატებას რომ მიაღწიეს, ეს იმის შედეგიცაა, ლენ ტროფის ორ საკვალიფიკაციო რაუნდში მიიღეს საკმაო გამოცდილება. Dდიდი მადლობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის მერიის მესვეურებს, რომლებმაც ნაკრების წევრებს ხელი შეუწყვეს, ოსტატობა აემაღლებინათ. ისინი ახლა დაისვენებენ, დეკემბრიდან კი საწვრთნელ შეკრებას დავიწყებთ. ნაახალწლევს, ალბათ, მინსკში გავემგზავრებით. ბელარუს, უკრაინელ, ყაზახ და მოლდაველ კოლეგებთან მოვილაპარაკეთ, ლიგა ჩამოვაყალიბოთ და შეჯიბრება ხუთ ტურად გავმართოთ. შესაძლოა, პოლონეთიც შემოგვიერთდეს. ვნახოთ. Yყველაფერი წლის ბოლომდე გაირკვევა. ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით გამოსასვლელად არაფერს დავიშურებთ...
შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობის შესარჩევი ტურნირის ექვსი ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო ძირითად ეტაპზე მოსახვედრად პლეი ოფში დაუპირისპირდება ერთმანეთს.


თბილისი, "ოლიმპიკის" საცურაო აუზი. 30 ოქტომბერი. ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი წყალბურთში.
საქართველო-დიდი ბრიტანეთი 9:3
(5:1, 0:0, 1:2, 3:0)

საქართველო: ზურაბ ჭუმბურიძე, ბექა ქენქაძე, მარკო ელაჩა (4), იოვან პოპოვიჩი, მარკო კორდიჩი, გიორგი ხვედელიანი, რევაზ ჩომახიძე (3), მიხეილ ბაღათურია (1), ზურაბ რურუა (კ. 1), კოტე გეგელაშვილი, ტატო ნიკოლეიშვილი, მარკო ელიზი, ალექსანდრე ნამორაძე, მთავარი მწვრთნელი ზვიად დავითიანი.

დიდი ბრიტანეთი: ედ სკოტი, დენ ლაქსტონი, გლენ რობინსონი, სკოტ კარპენტერი (2), კრეგ ფიჯესი (კ. 1), ჯეკ უოლერი, ალექს პარსონაჯი, ჯეიქ ვინსენტი, რობ პარკერი, ადამ სკოლფილდი, შონ კინგი, შონ რაიდერი, მეთ ჰოლანდი. მთავარი მწვრთნელი კრისტიან იორდაჩი.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვაუუუ
errror
16:59 01-11-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული