ლიგამუსელებმა ყველას აჯობეს

AutoSharing Option
დაბა ჩაქვში "ოაზისის" საცურაო აუზმა ღვაწლმოსილი მწვრთნელების - ვლადიმერ მამჩინისა და გიორგი კალანდაძის მემორიალს უმასპინძლა. მთავარი პრიზებისთვის 9 გუნდი იბრძოდა წრიული სისტემით.

უმცროსებში (1997-1998 წლებში დაბადებულნი) 4 გუნდი მონაწილეობდა. ყველას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის "ლიგამუსის" წყალბურთელებმა (ჯემალ ზამბახიძე, აკაკი კეჟარაშვილი, ირაკლი რაზმაძე, ილია გიგაური, გოჩა ვადაჭკორია, გუგა ბერიშვილი, ლაშა ბერიშვილი, ნიკოლოზ კორძაია, გიორგი ჭედია, რევაზ იმნაიშვილი, ალექსი ფირცხალავა, მამუკა თუხარელი, ილია დუმბაძე, ვიქტორ გვიმრაძე, მწვრთნელი სოსო მაისურაძე) აჯობეს. მათ ზედიზედ სძლიეს "ტონუსს" (11:3), "დელფინს" (10:7), ბათუმის სპორტსკოლის გუნდს (11:5) და 6
ქულით პირველი ადგილი დაიკავა. მეორე-მესამე ადგილებზე, შესაბამისად, ბათუმი და "ტონუსი" გავიდნენ.

უფროს ასაკშიც (1995-1996 წლებში დაბადებულნი) ლიგამუსელებმა იყოჩაღეს, ოღონდ მეორე გუნდმა (ზურაბ ალანია, მამუკა დავლიანიძე, ვახტანგ კუცია, ლუკა გელაძე, ზურაბ კვირკველია, ლევან მოსაშვილი, ერეკლე წამალაშვილი, გიორგი ჩახნაშვილი, დიმიტრი ვაჩაძე, მიხეილ კიტბაბიკოვი, გიორგი ტოტოღაშვილი, გიორგი ედილაშვილი, მიხეილ მებაღიშვილი, ლაშა კოჩიაშვილი, ნიკოლოზ შუბლაძე, თორნიკე შენგელია, მწვრთნელი ნოდარ ჩხარტიშვილი), რომელმაც "ლიგამუსის" პირველ გუნდს 11:9 აჯობა, "ტონუსს" 15:2 მოუგო, ბათუმს - 14:5, ქუთაისს - 9:1. მეორე-მესამე ადგილები "ლიგამუს-1"-ს და "ბათუმს" ხვდა.

გამარჯვებულები და პრიზიორები აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ დავით თავართქილაძემ და საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ბითაძემ დააჯილდოვეს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული