საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა

AutoSharing Option
15 იანვარს საქართველოს ვაჟ წყალბურთელთა ნაკრებმა სერბეთში ევროპის ჩემპიონატის მესამე მატჩი გამართა, იტალიასთან ჩვენი გუნდი ძალიან დიდი სხვაობით დამარცხდა - 1:21 (1:5, 0:6, 0:6, 0:4).

იოვან პოპოვიჩისა და ვლადიმერ ისელიძის გუნდმა ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა. ჯგუფური ეტაპის შემდეგ იწყება პლეი ოფი. 

შეგახსენებთ, რომ ქართველებმა ჯერ რუმინეთთან წააგეს - 6:12, შემდეგ გერმანიასთან - 9:11.