სან პაულუს ტურნირზე ბოლბოი ძაღლები გამოჩნდებიან

AutoSharing Option
სან პაულუს საჩოგბურთო ტურნირის ორგანიზატორები შარშანდელ ექსპერიმენტს გაიმეორებენ. ნახევარფინალებსა და ფინალში ბურთების მიმწოდებლად ძაღლები იმუშავებენ. თუმცა, ისინი კორტზე მხოლოდ მატჩისწინა მოთელვაზე გამოჩნდებიან.

ბოლბოების როლში იქნება ექვსი ძაღლი, რომლებიც ახალ პატრონებს ეძებენ: "მნიშვნელობა არ აქვს, რა ჯიშისანი არიან, ან რამდენი წლის. როცა ძაღლებს კარგად უვლიან და კარგად კვებავენ, ისინი შეიძლება ცხოვრების კარგი მეგზურები გახდნენ. ძაღლებს თამაში უყვართ, ახალ ილეთებს სწავლობენ და დიად საქმეებს სჩადიან", - განაცხადა ტურნირის ორგანიზატორმა მადალენა სპინაზოლამ.

პირველად მსგავსი ექსპერიმენტი სან პაულუში 2016 წელს ჩატარდა. ტურნირი 5 მარტს
დასრულდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"