ნიკოლოზ ბასილაშვილმა "როლან გაროსის" მესამე წრეში გააღწია

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი წარმატებით აგრძელებს გამოსვლას "როლან გაროსზე", რომლის საპრიზო ფონდი 28 541 175 აშშ დოლარია.

31 მაისს, ტურნირის მეორე წრეში ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც მსოფლიო კლასიფიკაციაში 63-ეა, რეიტინგის 35-ე საფეხურზე მყოფ სერბ ვიქტორ ტროიცკის სძლია - 7:6 (7:3), 7:6 (7:2), 7:6 (8:6)

ბასილაშვილს "როლან გაროსის" 1/16 ფინალში მეტოქედ ესპანელი რაფაელ ნადალი(4) ეყოლება, რომელმაც რობინ ჰასეს(46) იოლად სძლია - 6:1, 6:4, 6:3. ბასილაშვილი-ნადალის შეხვედრა 2 ივნისს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ბასილაშვილმა პირველ წრეში ფრანგი ჟილ სიმონი (32) ოთხ
სეტში დაამარცხა.