ბასილაშვილი ფერერის წინააღმდეგ - ქართველი გერმანიის პირველობას იწყებს

AutoSharing Option
24 ივლისს ჰამბურგში იწყება ATP-ის ტურნირი გერმანიის ღია პირველობა, რომლის საპრიზო ფონდი 1,5 მილიონი ევროა.

I წრეში საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი (51) მე-8 ნომრად განთესილ ესპანელს, დავიდ ფერერს (46) ხვდება. ტურზე ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს არასოდეს შეხვედრიან.

25 წლის ფერერს კარიერაში 30 მილიონ ევროზე მეტი აქვს გამომუშავებული. 2013 წელს ის კარიერაში ყველაზე მაღალ ნიშნულზე იყო, მსოფლიოს მე-3 ჩოგანი გახლდათ.

შეხვედრის თარიღი უცნობია, ის ალბათ, სამშაბათს გაიმართება, რადგან დღეს ფერერი ბასტადის ტურნირის ფინალში თამაშობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული