ჯოკოვიჩმა "ეკიპი" წააგო და BBC მოიგო

AutoSharing Option
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მეორე ადგილი დაიკავა ფრანგული გაზეთის "ეკიპის" ვერსიით "წლის სპორტსმენის" ნომინაციაში.

ჯოკოვიჩმა, რომელმაც წელს "დიდი სლემის" სამი ტურნირი მოიგო, 699 ქულა დააგროვა და მხოლოდ არგენტინის ნაკრებისა და "ბარსელონას" თავდამსხმელთან ლეო მესისთან წააგო. გამოკითხვაში მესამე ადგილი დაიკავა ფორმულა 1-ში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა.

1. ლეო მესი (არგენტინა) - 807 ხმა
2. ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) - 699
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია) -255
4. ნიკოლა კარაბატიჩი (საფრანგეთი) - 221
5. კელი სლეიტერი (აშშ)
6. ტედი რინერი (საფრანგეთი)
7. სებასტიან ლოები (საფრანგეთი)
8. დირკ ნოვიცკი (გერმანია)
9. რიჩი მაკოუ (ზელანდია)
10. კეიდელ ევანსი (ავსტრალია)

* * *
ანალოგიური გამოკითხვა ჩაატარა ბრიტანულმა ტელეკომპანია BBC-მ და აქაც პირველი სამეული "ეკიპის" ანალოგიური იყო. ოღონდ, პირველ ადგილზე ჯოკოვიჩი გავიდა, მეორეზე - ფეტელი და მესამეზე - მესი.

ამ ნომინაციაში ყველაზე ხშირად სწორედ ჩოგბურთელები იმარჯვებენ, ფორმულა 1-ის წარმომადგენელთაგან მხოლოდ ლეგენდარულ ავსტრიელ ნიკი ლაუდას გაუმარჯვია შორეულ 1977 წელს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული