ჯოკოვიჩმა, რომელმაც წელს "დიდი სლემის" სამი ტურნირი მოიგო, 699 ქულა დააგროვა და მხოლოდ არგენტინის ნაკრებისა და "ბარსელონას" თავდამსხმელთან ლეო მესისთან წააგო. გამოკითხვაში მესამე ადგილი დაიკავა ფორმულა 1-ში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა.
1. ლეო მესი (არგენტინა) - 807 ხმა
2. ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) - 699
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია) -255
4. ნიკოლა კარაბატიჩი (საფრანგეთი) - 221
5. კელი სლეიტერი (აშშ)
6. ტედი რინერი (საფრანგეთი)
8. დირკ ნოვიცკი (გერმანია)
9. რიჩი მაკოუ (ზელანდია)
10. კეიდელ ევანსი (ავსტრალია)
* * *
ანალოგიური გამოკითხვა ჩაატარა ბრიტანულმა ტელეკომპანია BBC-მ და აქაც პირველი სამეული "ეკიპის" ანალოგიური იყო. ოღონდ, პირველ ადგილზე ჯოკოვიჩი გავიდა, მეორეზე - ფეტელი და მესამეზე - მესი.
ამ ნომინაციაში ყველაზე ხშირად სწორედ ჩოგბურთელები იმარჯვებენ, ფორმულა 1-ის წარმომადგენელთაგან მხოლოდ ლეგენდარულ ავსტრიელ ნიკი ლაუდას გაუმარჯვია შორეულ 1977 წელს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"