"დევისის თასის" ფინალი 16 ნოემბერს იწყება

AutoSharing Option
15 ნოემბერს პრაღაში გაიმართა "დევისის თასის" ფინალის (ჩეხეთი-ესპანეთი) წილისყრა და გაირკვა მოთამაშეთა კორტზე გასვლის თანმიმდევრობა.

16 ნოემბერს პირველები კორტზე რადეკ შტეპანეკი და დავიდ ფერერი გავლენ, შემდეგ გაიმართება შეხვედრა ტომაშ ბერდიხსა და ნიკოლას ალმაგროს შორის.

17 ნოემბერს წყვილთა მატჩზე მასპინძლების კაპიტანმა იაროსლავ ნავრატილმა ივო მინარი და ლუკაშ როსოლი დააყენა, ესპანელები კი მარკ ლოპესისა და მარსელ გრანოლერსის დუეტს გამოიყვანენ. შეგახსენებთ, რომ ამ წყვილმა ცოტა ხნის წინ ლონდონში წლის შემაჯამებელი ტურნირი მოიგო.

ბოლო დღეს ჯერ კორტზე პირველები ბერდიხი და ფერერი გავლენ, შემდეგ კი
შტეპანეკი ალმაგროს შეხვდება.

ფინალის განრიგი
პარასკევი, 16 ნოემბერი
რადეკ შტეპანეკი-დავიდ ფერერი
ტომაშ ბერდიხი-ნიკოლას ალმაგრო

შაბათი, 17 ნოემბერი
როსოლი/მინარი-ლოპესი/გრანოლერსი

კვირა, 18 ნოემბერი
ტომაშ ბერდიხი-დავიდ ფერერი
რადეკ შტეპანეკი-ნიკოლას ალმაგრო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული