ვიქტორია აზარენკამ ავსტრალიის ღია პირველობა ზედიზედ მეორედ მოიგო

AutoSharing Option
ბელორუსმა ჩოგბურთელმა ვიქტორია აზარენკამ ჩინელ ლი ნას მოუგო და ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა.

ფინალურ შეხვედრაში, რომელიც შაბათს გაიმართა, ტურნირზე პირველ ნომრად განთესილმა ბელორუსმა სამ სეტში (4:6, 6:4, 6:3) გაიმარჯვა. თამაშმა 2 საათსა 40 წუთს გასტანა. აღსანიშნავია, რომ ჩინელმა ჩოგბურთელმა, რომელმაც პირველი სეტი თავის სასარგებლოდ ჩაამთავრა, მეორე სეტში ფეხის ტრავმა მიიღო, რისთვისაც სამედიცინო ტაიმ-აუტის აღება ორჯერ მოუხდა.

ამრიგად, აზარენკა უკვე ზედიზედ მეორე წელია ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული ხდება. შესაბამისად, 23 წლის ჩოგბურთელის აქტივში ამჟამად დიდი სლემის ტურნირების ორი ტიტულია.

რაც
შეეხება ლა ნის, რომელსაც თებერვალში 31 წელი შეუსრულდება, ავსტრალიის ღიას ფინალში ამჯერად მეორედ თამაშობდა და კვლავაც ხელმოცარული დარჩა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული