ფინალურ შეხვედრაში, რომელიც შაბათს გაიმართა, ტურნირზე პირველ ნომრად განთესილმა ბელორუსმა სამ სეტში (4:6, 6:4, 6:3) გაიმარჯვა. თამაშმა 2 საათსა 40 წუთს გასტანა. აღსანიშნავია, რომ ჩინელმა ჩოგბურთელმა, რომელმაც პირველი სეტი თავის სასარგებლოდ ჩაამთავრა, მეორე სეტში ფეხის ტრავმა მიიღო, რისთვისაც სამედიცინო ტაიმ-აუტის აღება ორჯერ მოუხდა.
ამრიგად, აზარენკა უკვე ზედიზედ მეორე წელია ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული ხდება. შესაბამისად, 23 წლის ჩოგბურთელის აქტივში ამჟამად დიდი სლემის ტურნირების ორი ტიტულია.
რაც