ნადალი და ნალბანდიანი დაძმობილდნენ

AutoSharing Option
მსოფლიოს მეხუთე ჩოგანი მონაწილეობას მიიღებს ჩილეს ქალაქ ვინია დელ მარის ტურნირში, რომელიც 4 თებერვალს დაიწყება.

ამის შემდეგ ნადალი ბრაზილიაში გადაინაცვლებს და სან პაულუს ტურნირში ჩაებმება. იქ რაფას როგორც ერთეულებში, ასევე წყვილთა თანრიგში აქვს განზრახული თამაში. საინტერესოა, რომ ესპანელმა მეწყვილედ ცნობილი არგენტინელი დავიდ ნალბანდიანი აირჩია, რომელიც თავის პირველ ოფიციალურ ტურნირს ჩაატარებს 2013 წელს.

სხვათა შორის, ნადალი ვინია დელ მარშიც ითამაშებს წყვილებში და იქაც არგენტინელი პარტნიორი ეყოლება - ხუან მონაკო.

* * *
ჩოგნების მწარმოებელი კომპანია Babolat-ის შეფმა ერიკ ბაბოლამ განაცხადა იმის
შესახებ, რომ რაფაელ ნადალმა ჩოგანი შეიცვალა და 2013 წელს ითამაშებს მოდელით, რომლითაც მოჭრილი დარტყმის შესრულების უფრო მეტი საშუალება ექნება.

"ტონი ნადალმა რაფას უთხრა: "თუ უკეთ თამაში გსურს, რისკზე წასვლა მოგიწევს". რაფაელი ასეთ შემთხვევებში პასუხობს: "არ გეთანხმები, მაგრამ მოდი, ვცადოთ".

ახალი ჩოგანი ბურთს უფრო მეტ ბრუნვას აძლევს. რაფას დარტყმები სწორედ ამით არის გამორჩეული, მაგრამ ახლა მას უფრო მეტი ეფექტის მიღება სურს", - ამბობს ბაბოლა.

ისევ გული აწუხებს
ნადალისგან განსხვავებით, ისევ გადადო ATP-ის ტურში დაბრუნება 31 წლის ამერიკელმა მერდი ფიშმა. შეგახსენებთ, რომ 2012 წლის გაზაფხულზე მერდიმ გულზე ოპერაცია გადაიტანა, რის შემდეგაც ერთ-ორ ტურნირში შეძლო გამოსვლა. ამერიკის ღია პირველობის შემდეგ ფიშმა დროებით კარიერის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა და მას შემდეგ ჯერჯერობით არც ერთი ოფიციალური მატჩი არ გაუმართავს.

Sportall.Ge

ბოლო დროს ფიშმა რამდენჯერმე გადადო თავისი დაბრუნების თარიღი, თან აღნიშნავდა, რომ ამას გულის ავადმყოფობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.

მერდი ფიშს სან ხოსეს ტურნირში მონაწილეობისთვის ჰქონდა შეტანილი განაცხადი, მაგრამ უარი თქვა იქ გამოსვლაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რაფაელ ნადალი სპორტის ახალ სახეობებს წარმატებით ითვისებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული