დევისის თასი. 1/8 ფინალი: მარათონი ჟენევაში - თამაში შვიდ საათსა და ორ წუთს გაგრძელდა

AutoSharing Option
შვეიცარიისა და ჩეხეთის წყვილთა თამაში შვიდ საათსა და ორ წუთს გაგრძელდა და ეს არის დევისის თასის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი შეხვედრა.

პარასკევს, გუნდების ლიდერებმა - სტანისლას ვავრინკამ და ტომაშ ბერდიხმა მოიგეს თავიანთი შეხვედრები, ამიტომაც შაბათის წყვილთა მატჩმა ძალიან პრინციპული ხასიათი მიიღო. აქაც, სტანისლასი და ტომაში პირველ როლებზე იყვნენ, მარკო ჩიუდინელი და ლუკაშ როსოლი კი მათ დახმარებას ცდილობდნენ. საქმე მეხუთე სეტამდე მივიდა და იქ არც ერთი მხარე არ აპირებდა დათმობას.

თანდათან გამოიკვეთა ჩეხების უპირატესობა. ისინი ყველა გეიმში ბოლომდე იბრძოდნენ და საერთო ჯამში,
12 მატჩბოლი გაანიავეს, მათ შორის სამმაგი. და მაინც, დამსახურებული გამარჯვება ბერდიხსა და როსოლს დარჩათ - 6:4, 5:7, 6:4, 6:7(3), 24:22. მე-13 მატჩბოლზე ჩიუდინელიმ ორმაგი შეცდომა დაუშვა.

როგორც ვთქვით, ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი მატჩი დევისის თასზე, გარდა ამისა, ჩოგბურთის ისტორიაში ასეთი გრძელი შეხვედრა წყვილთა თანრიგში არასოდეს ჩატარებულა. აბსოლუტური რეკორდი კი შეგახსენებთ, რომ ამერიკელ ჯონ ისნერსა და ფრანგ ნიკოლა მასუს ეკუთვნით, რომლებმაც 2010 წლის უიმბლდონზე 11 საათი და 5 წუთი გაატარეს კორტზე.

* * *
ერთ-ერთ მერვედფინალურ წყვილში არგენტინას შინ გაანადგურა გერმანია, თანაც ეს ქვეყნის ჩოგბურთის ლიდერის ხუან მარტინ დელ პოტროს გარეშე გააკეთა.

არგენტინელმა ჩოგბურთელებმა გამარჯვების აღნიშვნის დროს, ირონიული სიმღერა მიუძღვნეს ხუან მარტინს. კერძოდ, ისინი მღეროდნენ იმის შესახებ, რომ დელ პოტროს ისღა დარჩენია, ტელევიზორით უყუროს ამ ტრიუმფს.

სხვათა შორის, წყვილთა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ორასიო სებალიოსსა და დავიდ ნადბანდიანს ჰკითხეს - მიიღეს თუ არა მილოცვა ხუან მარტინისგან, რაზეც სებალიოსმა უპასუხა: "ვისგან?"

დევისის თასი. 1/8 ფინალი

კანადა-ესპანეთი
1:0 მილოშ რაონიჩი-ალბერტ რამოსი 6:7(5), 6:4, 6:4, 6:4
2:0 ფრანკ დანჩევიჩი-მარსელ გრანოლერსი 6:1, 6:2, 6:2
2:1 ნესტორი/-პოსპიშილი-გრანოლერსი-მ. ლოპესი 6:4, 4:6, 7:6(4), 3:6, 2:6
მილოშ რაონიჩი-მარსელ გრანოლერსი
ფრანკ დანჩევიჩი-ალბერტ რამოსი

იტალია-ხორვატია
0:1 პაოლო ლორენცი-მარინ ჩილიჩი 1:6, 7:6(6), 6:4, 3:6, 2:6
1:1 ანდრეას სეპი-ივან დოდიგი 6:2, 6:7(2), 6:4, 6:4
2:1 ბოლელი/ფონინი-ჩილიჩი/დოდიგი 3:6, 6:1, 6:3, 7:6(11)
ანდრეას სეპი-მარინ ჩილიჩი
ფაბიო ფონინი-ივან დოდიგი

ბელგია-სერბეთი
0:1 დავიდ გოფენი-ვიქტორ ტროიცკი 6:1, 6:3, 6:7(5), 4:6, 4:6
0:2 ოლივიე როხუსი-ნოვაკ ჯოკოვიჩი 3:6, 2:6, 2:6
0:3 ბემელმანსი/დარცისი-ტროიცკი/ჟიმონჟიჩი 4:6, 4:6, 7:5, 4:6
დავიდ გოფენი-ბორის პაშანსკი
ოლივიე როხუსი-ვიქტორ ტროიცკი

აშშ-ბრაზილია
1:0 სემ კუერი-ტომაშ ბელუჩი 6:3, 6:4, 6:4
2:0 ჯონ ისნერი-ტიაგო ალვეში 6:3, 7:6(4), 6:3
2:1 ბ. ბრაიანი/მ. ბრაიანი-მელო/სოარეში 6:7(6), 7:6(7), 4:6, 6:3, 3:6
ჯონ ისნერი-ტომაშ ბელუჩი
სემ კუერი-ტიაგო ალვეში

საფრანგეთი-ისრაელი
1:0 ჟო-ვილფრიდ ცონგა-ამირ ვეინტრაუბი 6:3, 6:3, 4:6, 7:5
2:0 რიშარ გასკე-დუდი სელა 6:3, 6:2, 6:2
3:0 ბენეტო/ლოდრა-ერლიხი/სელა 7:6(3), 6:1, 6:0
მიკაელ ლოდრა-ნოამ ოკუნი
რიშარ გასკე-ამირ ვეინტრაუბი

არგენტინა-გერმანია
1:0 კარლოს ბერლოკი-ფილიპ კოლშრაიბერი 3:6, 7:5, 2:6, 6:4, 4:5 უარი
2:0 ხუან მონაკო-ფლორიან მაიერი 6:7(4), 6:3, 6:3, 6:4
3:0 ნალბანდიანი/სებალიოსი-კასი/კამკე 6:1, 6:4, 5:7, 6:2
ხუან მონაკო-ფილიპ კოლშრაიბერი
კარლოს ბერლოკი-ფლორიან მაიერი

ყაზახეთი-ავსტრია 3:1
1:0 ანდრეი გოლუბევი-ანდრეას ჰაიდერ-მაურერი 7:6(2), 6:3, 7:6(5)
2:0 ევგენი კოროლიოვი-იურგენ მელცერი 7:6(4), 6:3, 6:2
2:1 გოლუბევი/შჩუკინი-ნოული/პეია 6:7(5), 3:6, 6:7(3)
3:1 ანდრეი გოლუბევი-იურგენ მელცერი 4:6, 6:3, 6:4, 6:2
ევგენი კოროლიოვი-ანდრეას ჰაიდერ-მაურერი არ გაიმართა

შვეიცარია-ჩეხეთი
1:0 სტანისლას ვავრინკა-ლუკაშ როსოლი 6:4, 6:3, 6:4
1:1 ჰენრი ლააკსონენი-ტომაშ ბერდიხი 3:6, 2:6, 7:6(5), 1:6
1:2 ვავრინკა/ჩიუდინელი-ბერდიხი/როსოლი 4:6, 7:5, 4:6, 7:6(3), 22:24
სტანისლას ვავრინკა-ტომაშ ბერდიხი
ჰენრი ლააკსონენი-ლუკაშ როსოლი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"დევისის თასის" ფინალი 16 ნოემბერს იწყება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული