არის რაფაელ ნადალის პირველი მოგება!

AutoSharing Option
რაფაელ ნადალი მოგებით დაბრუნდა პროფესიულ ტურში! ჩილეს ქალაქ ვინა დელ მარში მიმდინარე ATP-ის ტურნირზე ესპანელმა შვიდთვიანი შესვენების შემდეგ პირველი მატჩი წყვილთა თანრიგში ჩაატარა.

მან პარტნიორად არგენტინელი ხუან მონაკო აირჩია და ამ დუეტმა ძალიან იოლად მოუგო გამოცდილ ჩეხურ წყვილს ფრანტიშეკ ჩერმაკისა და ლუკაშ დლუჰის შემადგენლობით - 6:3, 6:2.

შეხვედრა საათი და ოთხი წუთი გაგრძელდა. ნადალი და მონაკო შესანიშნავად თამაშობდნენ საკუთარ მოწოდებებზე და ბრეიკის საშუალება არ მისცეს მეტოქეს, თავად კი ოთხი ბრეიკი გააკეთეს. ამ მოგებით ეს ინტერნაციონალური წყვილი მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ფრანგი
გიიომ რუფენისა
და იტალიელი ფილიპო ვოლანდრის წინააღმდეგ ითამაშებს.

გვიან ღამით ნადალს ერთეულებში პირველი მატჩი უნდა ჩაეტარებინა. ესპანელი არგენტინელ ფედერიკო დელბონისს ხვდებოდა. საინტერესოა, რომ რაფა და ხუან მონაკო ვინა დელ მარში პირველ ორ ნომრად არიან განთესილები და თუ წარმატებით დაძლიეს სამი ბარიერი, ფინალში შეხვდებიან ერთმანეთს. შეგახსენებთ, რომ მონაკო ჩილეს ტურნირის მოქმედი ჩემპიონია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ტურნირების წინ: ნადალი იწყებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული