გრუნტის მეფე დაბრუნდა

AutoSharing Option
რაფაელ ნადალმა ვინა დელ მარის ტურნირზე ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. წყვილთა თანრიგში ხუან მონაკოსთან ერთად პირველი რაუნდის გავლის შემდეგ ესპანელმა ჩოგბურთელმა მოგებით დაიწყო გამოსვლა ერთეულთა თანრიგში. ნადალი მეორე წრიდან ჩაება ბრძოლაში, სადაც მისი მეტოქე იყო არგენტინელი ფედერიკო დელბონისი.

რაფა საკმაოდ მძიმედ შევიდა თამაშში და წააგო საწყისი ორი გეიმი, მაგრამ შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ნადალმა მოიგო მომდევნო 11 გეიმიდან ათი და 6:3, 5:1 დაწინაურდა, რასაც არგენტინელის მხრიდან კიდევ ერთი გაბრძოლება მოჰყვა - მან "მშრალად" მოიგო საკუთარი გეიმი, თუმცა ნადალმა მატჩზე
ჩაწოდებისას მეორე მატჩბოლი გამოიყენა და ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა მატჩი – 87-წუთიანი ბრძოლის შემდეგ ასეთი ანგარიში მივიღეთ – 6:3, 6:2. რაფაელმა ამ მატჩში ოთხი ბრეიკი შეასრულა და თავად მხოლოდ ერთხელ დათმო საკუთარი მოწოდება.

ნადალი გავიდა მეოთხედფინალში, სადაც ესპანელ მეტოქეს შეხვდება. ეს იქნება ალბერტ მონტანიესი ან დანიელ ხიმენო-ტრავერო. სხვათა შორის, რაფას ჩამოშორდა ერთი სერიოზული მეტოქე – ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა და მეორე ნომრად განთესილმა ხუან მონაკომ ფრანგ გიიომ რუფენთან წააგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
არის რაფაელ ნადალის პირველი მოგება!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული