სავარაუდოდ, მონტე კარლოში ნოვაკ ჯოკოვიჩი ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
დევისის თასის მატჩების შემდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მსოფლიოს პირველი ჩოგანის, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის მონაწილეობა მონტე კარლოს მასტერსში.

"იწყება გრუნტის ახალი სეზონი და დიდი სურვილი მაქვს, ვითამაშო მონტე კარლოში, სადაც ამჟამად ვცხოვრობ. მიყვარს ეს ტურნირი და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მაგრამ უნდა შევამოწმო - რამდენად სერიოზულია ფეხის კოჭის დაზიანება. მხოლოდ ამის შემდეგ განვიხილავ ტურნირში მონაწილეობის შესაძლებლობას", - ამბობს ჯოკოვიჩი ფრანგული "ეკიპისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

წლევანდელი სეზონის წინ სერბმა ჩოგბურთელმა განაცხადა, რომ 2013 წლის სეზონში მისი მთავარი ამოცანა როლან გაროსის მოგებაა. ეს არის
"დიდი სლემის" ერთადერთი ტურნირი, რომელიც ჯოკოვიჩს არასოდეს მოუგია.

მონტე კარლოს მასტერსი 15 აპრილს დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სერენა უილიამსი წინ გაიჭრა, ნოვაკ ჯოკოვიჩი მაინც დამაჯერებელია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული