ოქსანა კალაშნიკოვა ანდიჟანის ტურნირის ნახევარფინალში უბრძოლველად გავიდა

AutoSharing Option
უზბეკმა ჩოგბურთელმა ნიგინა აბდურაიმოვამ, რომელიც ანდიჟანის ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) მეორე ნომრად იყო განთესილი, მე-2 წრეში იოლად სძლია ანა გრიგორიანს (რუსეთი, 6:1, 6:1), მაგრამ ეტყობა, ტრავმა მიიღო, რადგან 25 აპრილს თბილისელ ოქსანა კალაშნიკოვას არ გამოუცხადდა და ჩვენებურიც უბრძოლველად გავიდა ნახევარფინალში, სადაც დოლინა ვინოგრადოვას (რუსეთი, N8) გაუწევს მეტოქეობას.

25 აპრილს პირველ სეტში ტრავმის გამო შეწყვიტა პაექრობა (3:3-ზე) ასპარეზობის რეიტინგფავორიტმა ვერონიკა კაპშაიმ (უკრაინა).

იგი თანამემამულე ანასტასია ვასილიევას შეხვდა. მეორე ნახევარფინალურ წყვილში ვასილიევა და დარია მირონოვა (რუსეთი) გაარკვევენ ერთმანეთთან ურთიერთობას.

სტამბულში 50.000-იან ტურნირს გამოეთიშა სოფიო შაფათავა. წყვილებში იგი ვალენტინა ივახნენკოსთან ერთად პირველ ნომრად იყო განთესილი, მაგრამ ჟუსტინა ჟეგიოლკას (პოლონეთი) და მელის სეზერის (თურქეთი) დუეტთან ვერაფერს გახდა - 4:6, 4:6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული