ოქსანა კალაშნიკოვა უზბეკურ ტურნირის ფინალში ანასტასია ვასილიევას შეხვდება

AutoSharing Option
უზბეკურ ანდიჟანში 27 აპრილს დამთავრდება ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი).

ერთეულთა ფინალში თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა იასპარეზებს. 26 აპრილს მან ნახევარფინალში სამ სეტში აჯობა მე-8 ნომრად განთესილ (თავად მეხუთე ნომერია) პოლინა ვინოგრადოვას (რუსეთი) - 6:4, 2:6, 6:4. მეორე ნახევარფინალურ წყვილში ანასტასია ვასილიევამ (უკრაინა, #6) დარია მირონოვა (რუსეთი, #7) დაამარცხა - 3:6, 7:6, 6:3.

ფინალში გასვლით კალაშნიკოვამ სარეიტინგო 8 ქულა გაინაღდა, ტურნირის მოგების შემთხვევაში საერთო მონაგარს 12 ქულით გაიმდიდრებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული