ანა ტატიშვილი კორტს დაუბრუნდა

AutoSharing Option
კარგა ხნის უქმობის შემდეგ ანა ტატიშვილი ისევ დაუბრუნდა კორტებს.

ძალები მან ოეირაშის (პორტუგალია) ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 235.000 დოლარი) მოსინჯა.

პირველ სეტში ჩვენებური ბელგიელ იანინა ვიკმაიერს, ფაქტობრივად, უბრძოლველად დანებდა - 1:6, მეორე ხელს კი 5:4-ს იგებდა და წონასწორობის აღსადგენად ერთი გეიმის მოგება სჭირდებოდა, მაგრამ ბელგიელმა იყოჩაღა და ტატიშვილს 7:5 სძლია.

ქართველმა ჩოგბურთელმა 30 აპრილს წყვილებში, ავსტრიელ ტამირა პაშეკთან ერთად, სტარტზე მეგან მულტონ-ლევისა (აშშ) და ალისია როსოლსკას (პოლონეთი) დუეტს მოუგო - 5:7, 6:4, 10:6.

მეოთხედფინალში იგი ვანია კინგისა (აშშ) და
მონიკა ნიკულესკუს (რუმინეთი) მძლეველ (2:6, 7:5, 13:11) დარია ჯურაკისა (ხორვატია) და კატალინ მაროშის (უნგრეთი) ტანდემს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ ტატიშვილი 907 ქულით მსოფლიო რეიტინგში 68-ეა.

დანარჩენ ქართველ ჩოგბურთელთა მაჩვენებლები ასეთია: 249 (255). სოფიო შაფათავა (212 ქულა), 328 (377). ოქსანა კალაშნიკოვა (132), 407 (407). მარგალიტა ჩახნაშვილი (87), 478 (482). სოფიო ქვაცაბაია (66), 517 (518). ეკატერინე გორგოძე (56). 823 (815). ნათია გეგია (18), 1140 (1143). ანი გოგვაძე (3).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული