21 მაისს წილისყრა გაიმართა, რომელმაც მოასპარეზენი სამ სამგუნდა და ერთ ოთხგუნდა ჯგუფში გადაანაწილა.
სტარტზე საქართველოს ნაკრებს (ალექსანდრე მეტრეველი, გიორგი ცივაძე, შოთა მეფარიძე, კაპიტანი ვიქტორ ბაკში) გაუმართლა - ფავორიტებს ასცდა: მეორე ჯგუფის ორი საგზურისთვის პლეი ოფში გასასვლელად C ჯგუფში მასპინძელ სან მარინოს (დიეგო ზონზინი, მარკო დე როსი, პიეტრო გრასი, მოთამაშე კაპიტანი - დომენიკო ვიცინი) და სომხეთს (აშოტ გევორქიანი, ხაჩატურ ხაჩატრიანი, სედრაქ ხაჩატრიანი, მიქაელ ავეტისიანი, კაპიტანი ვაჰე ავეტისიანი)
დანარჩენ ჯგუფებში გუნდები ასე განაწილდნენ:
A ჯგუფი. საბერძნეთი, ჩერნოგორია, ლიხტენშტეინი.
B ჯგუფი. ნორვეგია, მალტა, ისლანდია.
D ჯგუფი. მაკედონია, თურქეთი, ალბანეთი, აზერბაიჯანი.
წრიული შეხვედრების შემდეგ A ჯგუფის პირველადგილოსანი C ჯგუფის გამარჯვებულს შეხვდება, B ჯგუფისა - D ჯგუფში უძლიერესს გაუწევს მეტოქეობას.
დღეს, 22 მაისს, ითამაშებენ: ჩერნოგორია - საბერძნეთი, ნორვეგია - მალტა, საქართველო - სომხეთი, თურქეთი - მაკედონია, ალბანეთი - აზერბაიჯანი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"