როლან გაროსზე ყველაზე დამაჯერებელი როჯერ ფედერერია

AutoSharing Option
როლან გაროსზე დასრულდა წვიმის გამო გადადებული პირველი წრის მატჩები და პარალელურად, სტარტი აიღო მეორე რაუნდმა.

მამაკაცთა ბადეში ყველა ფავორიტი ვნახეთ საქმეში: გვახსოვს რაფა ნადალის მიერ წაგებული ერთი სეტი გერმანელ ბრანდსთან და ნოვაკ ჯოკოვიჩის საკმაოდ რთული მატჩი გოფენის წინააღმდეგ. ჯერჯერობით ყველაზე დამაჯერებლად როჯერ ფედერერი გამოიყურება, რომელმაც მეორე მატჩი ჩაატარა და კვლავ იოლი გასეირნება გამოუვიდა. ამჯერად შვეიცარიელმა მხოლოდ ხუთი გეიმი დაუთმო ინდოელ სომდევ დევარმანს - 6:2, 6:1, 6:1.

ფედერერი სრულად დომინირებდა კორტზე და 14-დან 7 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, საკუთარ მოწოდებაზე ქულების 74 პროცენტი
აიღო და 82 წუთში მოამთავრა საქმე.

შვეიცარიელი მესამე რაუნდში ფრანგ ჟულიან ბენეტოზე გავიდა და ამ ჩოგბურთელთან რევანშზე ზრუნვა მოუწევს. ბენეტომ შარშან, უიმბლდონის 1/16-ფინალში მოუგო როჯერს. შემდეგ ფედერერმა ფრანგს ლონდონის ოლიმპიადაზე სძლია, მაგრამ ამ ჩოგბურთელთა დაპირისპირებაში ბოლო სიტყვა მაინც ფრანგმა თქვა - წელს როტერდამში სძლია ლეგენდას.

ჯერჯერობით კარგი ფორმის დემონსტრირებას ახდენს ესპანელი დავიდ ფერერი, რომელმაც ორით მეტი გეიმი წააგო, ვიდრე ფედერერმა, თუმცა, როჯერისგან განსხვავებით, გაცილებით რთული მეტოქე ჰყავდა თანამემამულე ალბერტ მონტანიესის სახით. საკმარისია აღინიშნოს, რომ ამ უკანასკნელმა გასულ კვირას ნიცას ტურნირი მოიგო, როცა ფინალში ფრანგი გაელ მონფილსი დაამარცხა.

თამაში საათი და 41 წუთი გაგრძელდა, ფერერმა მხოლოდ 21 უნებლიე შეცდომა დაუშვა და 6:2, 6:1, 6:3 მოიგო. დავიდი ზედიზედ მეცხრედ გავიდა როლან გაროსზე მესამე წრეში. მისი შემდეგი მეტოქე ასევე ესპანელი ფელისიანო ლოპესი იქნება.

დიდ ინტერესს იწვევდა ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგასა და ფინელი იარკო ნიემინენის მატჩი. სკანდინავიელმა სულ ცოტა ხნის წინ, მონტე კარლოს მასტერსზე ხუან მარტინ დელ პოტროს აჯობა, რაც მის კარგ ფიზიკურ ფორმაზე მეტყველებდა. 29 მაისს ნიემინენმა ცონგაც გვარიანად აწვალა, სამი საათი გაუძლო მასპინძელს, მაგრამ მაინც სამ სეტში წააგო - 6:7(6), 4:6, 3:6. ჟოს ანგარიშზე იყო 8 ეისი და 35 "ვინერსი".

მერვედფინალში გასასვლელად ცონგა თანამემამულე ჟერემი შარდის შეხვდება.

ფრანგების ყველა იმედმა მოიგო. ჟილ სიმონმა გრუნტზე მე-100 გამარჯვება მოიპოვა, როცა პაბლო კუევასთან პირველი სეტის წაგების შემდეგ, მომდევნო სამ პარტიაში მხოლოდ სამი გეიმი დაუთმო მოწინააღმდეგეს. რაც შეეხება პირველ წრეში ტომაშ ბერდიხის მძლეველ გაელ მონფილს, მან ლატვიელი ერნესტ გულბისის ბარიერიც გაიარა. ამისთვის მას ოთხი სეტის ჩატარება დასჭირდა.

დაასრულა როლან გაროსზე გამოსვლა პირველი წრის ერთ-ერთმა სენსაციამ, 18 წლის ავსტრალიელმა ნიკ კირიოსმა, რომელმაც რადეკ შტეპანეკი დაამარცხა. თუმცა თინეიჯერმა მარინ ჩილიჩის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო - 4:6, 2:6, 2:6. ჩილიჩმა ასეთ დამაჯერებელ გამარჯვებას საკუთარ მოწოდებაზე კარგი თამაშით მიაღწია - 35 პირველი მოწოდებიდან 32 ქულის აღება შეძლო და მესამე წრეში სერბ ვიქტორ ტროიცკის შეხვდება.

სერბმა იანკო ტიპსარევიჩმა, რომელმაც როლან გაროსამდე ზედიზედ სამი ტურნირის პირველი წრე წააგო, ამჯერად ოთხ სეტში დაამარცხა მასპინძელი ნიკოლა მაუ და მესამე წრეში ესპანელ ფერნანდო ვერდასკოზე გავიდა.

საიუბილეო გამარჯვება ჰქონდა 29 მაისს კანადელ მილოშ რაონიჩს - მან პროფესიულ ტურში მე-100 გამარჯვებას მიაღწია, როცა ოთხ სეტში გაუსწრო ფრანგ მიკაელ ლოდრას. როგორც ყოველთვის, რაონიჩმა თავის მოწოდებაზე კარგად ითამაშა - ქულების 84 პროცენტი აიღო.

კაცები
I წრე

იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 8)-ნიკოლა მაუ (საფ) 6:2, 7:6(4), 6:1; ბენუა პერი (საფ, 24)-მარკოს ბაღდატისი (კვიპ) 3:6, 7:6(1), 6:4, 6:4; ლუკაშ კუბოტი (პოლ)-მაქსიმ ტეიშეირა (საფ) 6:4, 5:7, 7:6(7), 6:2; ორასიო სებალიოსი (არგ)-ვაშეკ პოსპიშილი (კან) 7:6(9), 6:4, 6:7(4), 2:6, 8:6.

II წრე
გაელ მონფილი (საფ)-ერნესტ გულბისი (ლატ) 6:7(5), 6:4, 7:6(4), 6:2; ტომი რობრედო (ესპ, 32)-იგორ სისლინგი (ჰოლ) 6:7(2), 4:6, 6:3, 6:1, 6:1; ანდრეას სეპი (იტა, 20)-ბლაჟ კავჩიჩი (სლოვენ) 6:0, 7:6(3), 6:7(2), 4:6, 6:3; ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 11)-ედუარდ როჟე-ვასელენი (საფ) 6:2, 6:4, 6:3; მილოშ რაონიჩი (კან, 14)-მიკაელ ლოდრა (საფ) 7:5, 6:3, 6:7(3), 6:2; კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 23)-ევგენი დონსკოი (რუს) 6:7(8), 6:1, 7:5, 6:2; ფელისიანო ლოპესი (ესპ)-ჟოაო სოუზა (პორ) 3:6, 6:3, 6:4, 6:4; დავიდ ფერერი (ესპ, 4)-ალბერტ მონტანიესი (ესპ) 6:2, 6:1, 6:3; ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 6)-იარკო ნიემინენი (ფინ) 7:6(6), 6:4, 6:3; ჟერემი შარდი (საფ, 25)-რობერტო ბაუტისტა (ესპ) 6:1, 7:5, 6:4; ვიქტორ ტროიცკი (სერ)-დანიელ ხიმენო ტრავერი (ესპ) 4:6, 7:6(4), 6:0, 6:7(7), 6:4; მარინ ჩილიჩი (ხორ, 10)-ნიკ კირგიოსი (ავსტრა) 6:4, 6:2, 6:2; ჟილ სიმონი (საფ, 15)-პაბლო კუევასი (ურუ) 6:7(2), 6:1, 6:1, 6:1; სემ კუერი (აშშ, 18)-იან ჰაიეკი (ჩეხ) 6:4, 7:5, 6:4; ჟულიან ბენეტო (საფ, 30)-ტობიას კამკე (გერ) 7:6(9), 7:5, 5:7, 0:6, 6:4; როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-სომდევ დევარმანი (ინდ) 6:2, 6:1, 6:1.

10 ამერიკელი მეორე რაუნდში
ქალთა ბადეში ჩასატარებელი იყო წინა დღიდან გადმოტანილი პირველი წრის ათი შეხვედრა. ერთ-ერთში ბელორუსი ვიქტორია აზარენკა რუს ელენა ვესნინას ხვდებოდა და იოლად მოიგო - 6:1, 6:4. მსოფლიოს მესამე ჩოგანმა მეტად აკურატულად ითამაშა - მხოლოდ 13 უნებლიე შეცდომა დაუშვა.

პირველ წრეში ანა ტატიშვილის განადგურების შემდეგ, სერენა უილიამსმა არც ფრანგი კაროლინ გარსია დაინდო. 19 წლის მასპინძელმა მხოლოდ სამი გეიმის აღება შეძლო და წინააღმდეგობა ვერ გაუწია მსოფლიოს პირველ ჩოგანს, რომელმაც მოგებათა სერია 26 მატჩამდე აიყვანა.

საერთოდ, წლევანდელ როლან გაროსზე ამერიკელი ქალები კარგად გამოდიან - მეორე რაუნდში ამ ქვეყნის ერთბაშად ათმა წარმომადგენელმა გააღწია. მათგან ერთ-ერთია ჯეიმი ჰემპტონი, ვინც მოულოდნელად ჩეხი განთესილის, ლუსი საფაროვას დამარცხება შეძლო. ეს ჰემპტონის პირველი გამარჯვებაა როლან გაროსზე.

ისევ შორს არის ოპტიმალური სპორტული ფორმისგან დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი. წინა რაუნდში ბრიტანელი ლორა რობსონის დამაჯერებლად დამარცხების შემდეგ ყველას ეგონა, რომ სკანდინავიელი კარგად იყო მზად წლევანდელი როლან გაროსისთვის, მაგრამ 29 მაისს მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ორ სეტში წააგო სერბ ბოიანა იოვანოვსკისთან - 6:7(2), 3:6. დანიელი ძალიან ინერტული იყო - მხოლოდ 13 "ვინერსი" შეასრულა, როცა მისმა მეტოქემ 33 "ვინერსი" დააფიქსირა.

ქალები
I წრე

კაია კანეპი (ესტ)-კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ, 23) 7:6(3), 6:2; სტეფანი ფოგელი (შვეიც)-ჰიზერ უოტსონი (ბრიტ) 6:4, 2:6, 6:4; ეშლი ბარტი (ავსტრა)-ლუსი ჰრადეცკა (ჩეხ) 7:5, 2:6, 6:1; მარია კირილენკო (რუს, 12)-ნინა ბრატჩიკოვა (პორ) 6:0, 6:1; ანიკა ბეკი (გერ)-სანდა ზახვალოვა (ჩეხ) 6:2, 6:1; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 3)-ელენა ვესნინა (რუს) 6:1, 6:4; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 7)-არავან რეზაი (საფ) 6:3, 4:6, 6:2; შუაი პენგი (ჩინ)-კამილა ჯორჯი (იტა) 6:4, 6:2; ანა კაროლინა შმიედლოვა (სლოვაკ)-იანინა ვიკმაიერი (ბელ) 7:6(5), 2:6, 6:2; ჯეიმი ჰემპტონი (აშშ)-ლუსი საფაროვა (ჩეხ, 25) 7:6(5), 3:6, 9:7.

II წრე
სერენა უილიამსი (აშშ, 1)-კაროლინ გარსია (საფ) 6:1, 6:2; სორანა კირსტეა (რუმ, 26)-იოჰანა ლარსონი (შვედ) 6:1, 6:4; პეტრა ჩეტკოვსკა (ჩეხ)-ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 19) 7:5, 2:6, 6:4; რობერტა ვინჩი (იტა, 15)-გალინა ვოსკობოევა (ყაზ) 6:4, 4:6, 6:2; ბოიანა იოვანოვსკი (სერ)-კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 10) 7:6(2), 6:3; სვეტლანა კუზნეცოვა (რუს)-მაგდალენა რიბარიკოვა (სლოვაკ) 1:6, 6:2, 6:2; ვარვარა ლეპჩენკო (აშშ, 29)-ელინა სვიტოლინა (უკრ) 7:6(5), 6:1; ანჟელიკ კერბერი (გერ, 8)-იანა ჩეპელოვა (სლოვაკ) 6:2, 6:2; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 4)-მელორი ბურდეტი (აშშ) 6:3, 6:2; დინა პფიცენმაიერი (გერ)-უ. რადვანსკა (პოლ) 6:3, 6:3; ვირჟინ რაზანო (საფ)-ჟუჟანა კუკოვა (სლოვაკ) 4:6, 6:2, 6:0; ანა ივანოვიჩი (სერ, 14)-მატილდ იოჰანსონი (საფ) 6:2, 6:2; მონიკა პუიგი (პ-რიკ)-მედისონ კისი (აშშ) 6:4, 7:6(2); კარლა სუარეს ნავარო (ესპ, 20)-შელბი როჯერსი (აშშ) 3:6, 6:4, 6:4; საბინ ლისიცკი (გერ, 32)-მარია-ტერეზა ტორო-ფლორი (ესპ) 6:4, 6:0; სარა ერანი (იტა, 5)-იულია პუტინცევა (ყაზ) 6:1, 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
წვიმიანი უინტერესო დღე პარიზში
მკითხველის კომენტარები / 2 /
არათუ ბენეტოსთან არ წაუგია შარშან უიმბლდონზე, არამედ საერთოდ არავისთან არ წაუგია და მოიგო კიდეც მეშვიდედ უიმბლდონი შარშან. „ლელოს“ ჟურნალისტების დეგრადაცია უკანასკნელ ხანებში უკვე საგანგაშო ხასიათს იღებს.
თემო
12:19 31-05-2013
0
შეცდომაა, ფედერერს არ წაუგია შარშან ბენეტოსთან, კინაღამ წააგო :)
TIGANA
09:01 30-05-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული