რაფაელ ნადალი უკვე ლონდონშია

AutoSharing Option
შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა ჰალეს ტურნირზე ერთეულთა თანრიგის გარდა, წყვილებში თამაშიც გადაწყვიტა და ამისთვის გერმანელ ვეტერანს ტომი ჰაასს შეუამხანაგდა, ვისთანაც შარშან, ამ ტურნირზე ფინალური მატჩი წააგო.

31 წლის შვეიცარიელმა და 35 წლის გერმანელმა უკვე ჩაატარეს წყვილებში პირველი წრის მატჩი. მათ ძლიერი მეტოქეები ერგოთ - 2011 წლის უიმბლდონის ჩემპიონები: ავსტრიელი იურგენ მელცერი და გერმანელი ფილიპ პეტცშნერი. გამარჯვება სწორედ ამ დუეტს ერგო – 7:6(3), 6:4.

ფედერერმა და ჰაასმა ერთი ბრეიკი გააკეთეს, მაგრამ მათმა მეტოქეებმა ორჯერ აიღეს სხვისი მოწოდება და საათმა და რვა წუთში
მიააღწიეს გამარჯვებას.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პროფესიული ტურის "დინოზავრები" ვართ, მე და ტომიმ პირველად ვითამაშეთ ერთად, - განაცხადა ATP-ის ოფიციალურ ვებგვერდთან კომენტარში ფედერერმა. - ძალიან მოგვეწონა ეს გამოცდილება. უდიდესი სიამოვნება მივიღე და მინდა ამისთვის ტომის მადლობა გადავუხადო. სამწუხაროდ, ჩვენი გამოსვლა პირველივე რაუნდში დასრულდა, მაგრამ ამის გამო დიდად არ ვნაღვლობთ".

რაფაელ ნადალი უკვე ლონდონშია
როლან გაროსის რვაგზის ჩემპიონი, ესპანელი რაფაელ ნადალი ამ სეზონში პირველი ჩოგბურთელი გახდა, ვინც ATP-ის წლის შემაჯამებელ ტურნირში მონაწილეობა გაინაღდა.

შეგახსენებთ, 2013 წელს, ნადალმა შვიდი ტურნირის მოგება მოასწრო: აქედან ერთი "დიდი სლემის" ჩემპიონატია, სამი - მასტერსის სერიის ტურნირი და კიდევ სამი – უფრო დაბალი კატეგორიის. წლის ბოლომდე, ესპანელ ჩოგბურთელს რეიტინგში მხოლოდ 90 ქულა აქვს დასაცავი: ჰალეს ტურნირის მეოთხედფინალისთვის და უიმბლდონის მეორე რაუნდში გასვლისთვის. დანარჩენი მოპოვებული ქულა მას აქტივში ჩაეთვლება.

ATP-ის ოფიციალური გვერდი იმასაც იტყობინება, რომ გაირკვა წყვილებში წლის შემაჯამებელი ტურნირის პირველი მონაწილე - ეს არის ამერიკელი ძმების, ბობ და მაიკ ბრაიანების დუეტი, რომელმაც როლან გაროსზე გამარჯვება შეძლო.

ისევე, როგორც ბოლო ორ სეზონში, წელსაც შემაჯამებელი ტურნირი ლონდონში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. ფინალი: გუნდური თამაში უკეთესია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული