ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში 22 წლის ხორვატ პეტრა მარტიჩს დაუპირისპირდა. ეს უკანასკნელი ამჟამად მე-2 ასეულის მოთამაშეა - 457 ქულით 141-ე ადგილი უკავია.
პირველი ხელი ხორვატმა სპორტსმენმა ძალიან სწრაფად მოიგო - 6:1. ტატიშვილმა მეორე სეტში ასეთივე ანგარიშით სძლია მეტოქეს.
დრამატულად წარიმართა მესამე, გადამწყვეტი ხელი: მე-5 გეიმს ანა 0:40-ს აგებდა, მაგრამ შეძლო მისი შემობრუნება და 3:2 დაწინაურდა.
მე-6 გეიმი თითქმის
ანა ტატიშვილი და ოქსანა კალაშნიკოვა ლონდონში წყვილთა შორისაც მოსინჯავენ ძალებს.
* * *
უკვე გაუწყეთ, რომ მაკა ჩახნაშვილი საფრანგეთის 25.000-იან საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობს და მთავარი ბადის სასტარტო შეხვედრაც მოიგო მესამე ნომრად განთესილ დიანა მარცინკევიცასთან (ლატვია) - 4:6, 6:2, 6:1. მეორე წრეში მისი მეტოქე იქნება თანამემამულე ანაივ პაინის მძლეველი ფრანგი ირინა რამიალისონი.
შტუტგარტ-ვაიშინგენის (გერმანია) 25.000-იან ტურნირში 25 ივნისს პირველი შეხვედრა მოიგო მე-5 ნომერმა სოფიო შაფათავამ.
ქართველმა ჩოგბურთელმა სამ სეტში სლოვენიელ დალილა იაკუპოვიჩს აჯობა - 4:6, 6:1, 6:2, მე-2 წრეში იგი დანიელა ჰარსენსა (ჰოლანდია) და კონი პერინს (შვეიცარია) შორის უძლიერესს შეხვდება.
ამავე ტურნირის წყვილებში გერმანელ კრისტინა შაკოვეცთან შეამხანაგებულმა შაფათავამ (ისინი მე-4 ნომრად არიან განთესილნი) ლაურა შედერისა და შტეფი შტემერის (ორივე - გერმანია) დუეტი დაამარცხა - 6:4, 4:6, 10:7.
მეოთხედფინალში გზიდან კრისტინა ბაროშისა და ლაურა ზიგმუნდის გერმანული წყვილის ჩამოშორებას შეეცდება.
თურქეთში ვაჟთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) ძირითად ბადეში პირველ ნომრადაა განთესილი ნიკოლოზ ბასილაშვილი. სასტარტო პაექრობაში მან დანიარ დულდაევს (ყირგიზეთი) სძლია -6:1, 7:5 და მერვედფინალში "უაილდ ქარდით" მიწვეულ კრის კოპრიდერს (აშშ) გაუწევს მეტოქეობას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"