სტარტზე მან დაძაბულ პაექრობაში სძლია 16 წლის ბელინდა ბენჩიჩს (შვეიცარია) - 2:6, 6:4, 6:4. ამ გამარჯვებით ჩვენებურმა 30 სარეიტინგო ქულა მიითვალა. ტატიშვილი მე-2 წრეში ასპარეზობის რეიტინგფავორიტ სერენა უილიამსს (აშშ) შეხვდება. ამ უკანასკნელმა 16 ივლისს სესილ კარატანჩევას (ბულგარეთი) აჯობა - 6:1, 6:2.
საფრანგეთის 50.000-იანი ტურნირი უიღბლო აღმოჩნდა საქართველოს ნაკრების წევრ სოფიო შაფათავასთვის, არადა, იგი შეჯიბრებაზე მე-6 ნომრად იყო განთესილი. პირველ წრეში ჩვენებურს ესპანელმა ბეატრის
იზმირის 10.000-იან საერთაშორისო ტურნირში ჩაება ანა ქადაგიძე, მაგრამ სტარტზევე მე-5 ნომერ ჰულ ესენთან (თურქეთი) წააგო მშრალი ანგარიშით - 0:6, 0:6.
ქართველი ჩოგბურთელი დეფნე ბასბაკალთან (თურქეთი) ერთად წყვილებშიც ცდიდა ძალებს. ისინი პირველ სეტს 3:0-ს იგებდნენ ნურ ბიკენსა (თურქეთი) და საბინა-ელენა პრედასთან (რუმინეთი) შეხვედრისას, მაგრამ თურქი მეწყვილის ტრავმის გამო ანამ შეხვედრა ვერ დაასრულა და ასპარეზობას გამოეთიშა.
თურქულ შეჯიბრებებში მონაწილეობენ ქართველი ჩოგბურთელი ვაჟებიც. ესკიშეჰირის საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 42.500 დოლარი) პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰანს პოდლიპნიკ-კასტილიო (ჩილე) დაამარცხა 6:2, 7:6 და მეორე წრეში რუსთა სახელით მოასპარეზე თეიმურაზ გაბაშვილთან გაარკვევს ურთიერთობას.
სტამბულის 10.000-იან ტურნირში 4 ქართველი ჩაება: ალექსანდრე მეტრეველმა სტარტზე კარუნუდაი სინგხზს (ინდოეთი) სძლია - 6:3, 6:2 და მე-2 წრეში ჯორჯიო პოტალურის (იტალია) დაუპირისპირდება.
პირველი ბარიერი დაძლია გიორგი ხმიადაშვილმაც - თურქ სარპ აგაბიგუნს აჯობა 4:6, 6:3, 6:2 და 17 ივლისს რობერტ კომანთან (რუმინეთი) გაარკვევს ურთიერთობას.
ორმა ჩვენებურმა მაყურებლებში გადაინაცვლა: გიორგი ცივაძემ ალექს ლომპარტთან (პუერტო რიკო) წააგო - 6:4, 6:7, 2:6, გიორგი ჯავახიშვილი კი მე-5 ნომერ ტორსტენ ვიეტოსკას (გერმანია) დანებდა - 4:6, 2:6.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"