როჯერ ფედერერს ტურნირის ორგანიზატორებმა ძროხა აჩუქეს

AutoSharing Option
გშტაადში, შვეიცარიის ღია პირველობის ორგანიზატორებმა ლეგენდარულ ჩოგბურთელს როჯერ ფედერერს ცოცხალი ძროხა აჩუქეს. როჯერს საჩუქარი ტურნირის გახნის ცერემონიის დროს, პირდაპირ კორტზე გადასცეს.

ეს უკვე მეორე მსგავსი საჩუქარია ფედერერის კარიერაში. 2003 წელს, როჯერის უიმბლდონზე პირველი ტრიუმფის საპატივცემულოდ, ჩოგბურთელს აჩუქეს ძროხა, სახელად "ჯულიეტა", რომელიც გშტაადის ფერმაში დარჩა და მოგვიანებით ხბო დაბადა, რომელსაც როჯერმა "ედელვაისი" დაარქვა.

ახალი ძროხის სახელია "დეზირე". "ეჭვგარეშეა, რომ დეზირეს ვერ დავატევ ჩემი პრიზების საშინაო მუზეომში, - განაცხადა როჯერ ფედერერმა საზეირო ცერემონიის დროს. - მას კარგი საცხოვრებელი და ბევრი საკვები სჭირდება.
ვფიქრობ, ჩვენ მას მოვუძებნით შესაფერის ადგილს".

* * *
ამასობაში, როჯერ ფედერერმა 2014 წლის სეზონის სტარტი დაგეგმა. შვეიცარიელისთვის ახალი სეზონის პირველი ტურნირი იქნება ავსტრალიის ბრისბენი, რომელიც 30 დეკემბერს დაიწყება და 5 იანვარს დასრულდება. ასე რომ, ახალ წელს როჯერი ავსტრალიაში შეხვდება და ეს პირველად მოხდება მის კარიერაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ხუთი წელი ფედერერი სეზონს კატარის დედაქალაქ დოჰაში იწყებდა. მას ეს ტურნირი ხუთჯერ აქვს მოგებული. იყო შემთხვევები, როცა როჯერი ავსტრალიის ღია პირველობამდე არც ერთ ტურნირზე არ გამოდიოდა და მხოლოდ ვარჯიშებით შემოიფარგლებოდა.

"ბრისბენის ტურნირის შესახებ ბევრი კარგი მსმენია მოთამაშეებისგან. იქ ძალიან მეგობრული ატმოსფეროა. ყოველთვის მქონდა იმედი, რომ ერთხელ მოვახერხებდი იქ თამაშს. ამიტომაც მივემგზავრები "მწვანე კონტინენტზე" არა მხოლოდ ავსტრალიის ღია პირველობის, არამედ ბრისბენის ტურნირის მოსაგებად", - დაწერა თავის "ტვიტერზე" ფედერერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ყურადღებით: ისევ როჯერ ფედერერი!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული