ანა ტატიშვილი ბაქოს ტურნირის მეოთხედფინალში ჩეხ დებს ვერ გასცდა

AutoSharing Option
ბაქოს საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 235.000 დოლარი) წყვილთა პაექრობაში ანა ტატიშვილმა ნახევარფინალს ვერ უწია - სერბ ვესნა დოლონჩთან ერთად ჩეხ დებთან - კაროლინა და კრისტინა პლისკოვებთან სამ სეტში დამარცხდა - 3:6, 6:3, 7:10.

ჩეხები 27 ივლისს თბილისელ ოქსანა კალაშნიკოვასა და უკრაინელ ირინა ბურიაჩოკთან გაარკვევენ ურთიერთობას.

მეორე ნახევარფინალში ელენი დანილიდუს (საბერძნეთი) და ალექსანდრა კრუნიჩის (სერბეთი) დუეტმა სანდრა კლემენშიტსა (ავსტრია) და ანდრეა კლეპაჩს (სლოვენია) აჯობა - 6:4, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული