ოქსანა კალაშნიკოვა 50-ეულს მიუახლოვდა

AutoSharing Option
18-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს წარმომადგენელმა პირველად მოიგო WTA-ს ტურნირი - ოქსანა კალაშნიკოვამ ბაქოს ტურნირის (საპრიზო ფონდი 235 ათასი დოლარი) წყვილთა თანრიგში იმარჯვა.

ამ წარმატების წყალობით 22 წლის ჩოგბურთელი 29 ივლისს გამოქვეყნებულ წყვილთა რეიტინგში დაწინაურდა. ოქსანას 1 500 სარეიტინგო ქულა აქვს და ის მსოფლიოს 58-ე ჩოგანია წყვილებში. კალაშნიკოვა ერთბაშად 8 საფეხურით დაწინაურდა.

წყვილთა რეიტინგის ასეულში ანა ტატიშვილიც შევიდა. ის 905 ქულით 99-ე პოზიციაზეა, გასულ კვირასთან შედარებით ანა 3 ადგილით დაწინაურდა.

ერთეულთა თანრიგში ტოპ-100-ში მხოლოდ ერთი ქართველია - ანა ტატიშვილი 678 ქულით
94-ე ჩოგანია (+1). ერთეულებში კალაშნიკოვა მხოლოდ 298-ე პოზიციაზეა.

ასევე იხილეთ:
18 წლის შემდეგ ქართველმა WTA-ის ტურნირი მოიგო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული