ოქსანა კალაშნიკოვამ (რეიტინგით 298-ე) სტარტზე პირველი ასეულის მოთამაშე სილვია სოლერ-ესპინოსას (ესპანეთი, 71-ე) სამ სეტში სძლია: პირველი ხელის 1:6 წაგების შემდეგ ოქსანამ ზედიზედ ორი მოიგო - 6:4, 7:5.
მეორე წრეში მსოფლიო რეიტინგით 77-ე საფეხურზე მყოფ იანა ჩეპელოვას (სლოვაკეთი) დაუპირისპირდა. ამ უკანასკნელმა სტარტზე მასპინძელ ჰეიდ ელ ტაბახს აჯობა - 6:2, 2:6, 6:2.
თბილისელმა ჩოგბურთელმა პირველ სეტში მეტოქეს 6:3 სძლია, მეორე კი, ფაქტობრივად, უბრძოლველად დათმო -
კვალიფიკაციის სტარტზე ანა ტატიშვილს (კლასიფიკაციაში 94-ე) სუსტი მეტოქე ერგო - კანადელი გლორია ლიანგი (955-ე), რომელიც იოლად დაჯაბნა - 6:1, 6:2.
მეორე წრეში კოლუმბიელ კატალინა კასტანოს მძლეველ (6:3, 6:4) იოანა ლარსონს (შვედეთი) დაუპირისპირდა. WTA-ს კლასიფიკაციაში 69-ე ადგილზე მყოფ ჩოგბურთელს ჩვენებურმა პირველ სეტში მშრალი ანგარიშით - 6:0 აჯობა, მეორეში კი ანამ 6:2 გაიმარჯვა და ძირითად ბადეში მოხვდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"