ოქსანა კალაშნიკოვა "როჯერს ქაფის" წყვილთა ტურნირის მეორე წრეშია

AutoSharing Option
კანადურ ტორონტოში გრძელდება ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი "როჯერს ქაფი" (საპრიზო ფონდი 2.369.000 დოლარი).

წყვილთა პაექრობაში პოლონელ ალისია როსოლსკასთან ერთად ოქსანა კალაშნიკოვამ 6 აგვისტოს ეუჟენ ბუშარისა (კანადა) და კირსტენ ფლიპკენსის (ბელგია) ტანდემს სამ სეტში 4:6, 6:3, 10:7 აჯობა და მეორე წრეში გავიდა.

ამ მოგებით თბილისელმა ჩოგბურთელმა წყვილებში სარეიტინგო მონაგარი 125 ქულით გაიმდიდრა. მე-2 წრეში ჩვენებური მე-5 ნომრად განთესილ სანია მირზას (ინდოეთი) და ძიე ჟენის (ჩინეთი) ტანდემთან გაარკვევს ურთიერთობას.

ერთეულებში ძალებს ცდიდა კვალიფიკაციიდან აღზევებული ანა ტატიშვილი, რომელიც რეიტინგში მე-14 ადგილზე მყოფ ელენა
იანკოვიჩთან (სერბეთი) დამარცხდა - 6:7, 6:4, 3:6 და ტორონტოს დაემშვიდობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული