მანდილოსანთა საკვალიფიკაციო ეტაპზე ცდიდა ძალებს 23 წლის თბილისელი ანა ტატიშვილი.
პირველ წრეში ჩვენებურმა სამ სეტში სძლია 30 წლის ჩინელ ჟიე ჟენს (რეიტინგში - 56-ე) - 5:7, 6:1, 6:2, მეორეში კი 42 წლის კიმიკო დატე-კრუმი (რეიტინგში 63-ე) საათნახევარში ჩამოიშორა გზიდან - 6:3, 6:4 და წლეულს სიდნეიში მარცხისთვის (3:6, 0:6) რევანში აიღო.
ამ გამარჯვებით ტატიშვილმა ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა და სარეიტინგო 30 ქულაც დაიმსახურა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"