ნიკოლოზ ბასილაშვილი იტალიური ტურნირის ფინალშია

AutoSharing Option
იტალიის ქალაქ აპიანოში დასასრულს უახლოვდება ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 15.000 დოლარი), რომელშიც მე-4 ნომრად განთესილი თბილისელი ნიკოლოზ ბასილაშვილიც მონაწილეობს.

პირველ წრეში მან ჩილელი გილერმო ორმასაბალი დაამარცხა - 7:6, 5:7, 6:2, მეორე წრეში მასპინძელ ანტონიო მასარას მოუგო - 4:6, 7:6, 6:0, მეოთხედფინალში კი მე-7 ნომერი ხუან ლიზარიტუსი (ესპანეთი) ჩამოიშორა გზიდან - 6:2, 6:3.

ნახევარფინალში ჩვენებური კვალიფიკაციიდან აღზევებულ იტალიელს - პატრიკ პრადერის დაუპირისპირდა და სამ სეტში სძლია - 6:0, 5:7, 6:4.

აპენინელმა ტურნირის რეიტინგფავორიტ თანამემამულეს სიმონე ვანიოცის აჯობა - 4:6,
6:2, 7:6. მეორე ნახევარფინალში მე-2 ნომერმა ნილს დისენმა (ბელგია) წააგო მატეო ტრევიზანისთან (იტალია) - 5:7, 3:6. ფინალში ბასილაშვილი და ტრევიზანი ითამაშებენ.

წყვილებში ქართველი ჩოგბურთელი ეგვიპტელ შერიფ საბრისთან იყო შეამხანაგებული. პირველ წრეში მათ მე-3 ნომერ კლაუდიო გრასისა (იტალია) და გილერმო ორმასაბალის (ჩილე) დუეტი დაამარცხეს - 2:6, 7:6, 10:4;

მეოთხედფინალში ვიქტორ გალოვიჩისა და ალესანდრო პეტრონეს (ორივე - იტალია) ტანდემს სძლიეს - 6:1, 6:2, თუმცა ნახევარფინალში პირველ ნომერ მასპინძლებს - დანიელ ჯიორჯინისა და მატეო ვოლანტეს დანებდნენ - 4:6, 4:6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
საგოლ მოიგო ტურნირი რატო არ წერტ მის მოგებაზე
toma
14:10 18-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული